მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მეწარმე ქალთა გადამზადებას წარმატებით აგრძელებენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” წარმატებით გრძელდება. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებმა ხუთდღიანი ტრენინგები გაიარეს, რაც  მათ ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერულითანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

მეხუთე ნაკადში მონაწილეობა 29 მეწარმე ქალმა მიიღო. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიულიუნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ. 

 

პირველ დღეს პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის წარმოების საწყისებზე, მეორე დღე დაეთმო გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს.  მესამე დღეს მეწარმე ქალები ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების საკითხებს გაეცნენ. ასევე, გაიგეს თუ რა არის ლიდერობა და გუნდის მართვა. პროგრამის მორიგი 2 დღე კი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები;  ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია.

 

„მეწარმე ქალთა განვთარების პროგრამა ორიენტირებულია ხელი შეუწყოს  მცირე და საშუალო ზომისბიზნესებს,  (როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ კომპანიებს) კიდევ უფრო მეტი თეორიული ცოდნა მიიღონ პრაქტიკოსი, გამოცდილი მენტორებისგან. პროგრამა მეწარმეების ინტერესებსა და საჭიროებებს პასუხობს და მათ სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაცისინი შეძლებენ, დაუკავშირდნენ სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, რომლის შემდეგაცმონაწილეები საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე გადავლენ“, - აღნიშნავსსაქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებისმიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი. 

 

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ, აღნიშნა, რომ გენდერული განსხვავების აღმოფხვრა თანამედროვე საზოგადოების და ეკონომიკის წარმატებული განვითარების წინაპირობაა.  „დღეს მსოფლიო კვლავ ებრძვის გენდერულ სტერეოტიპებსა და უთანასწორობას განვითარების ყველა სფეროში. UNDP-ის უახლესი გლობალური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 10 ადამიანიდან 9 ქალთა მიმართ სტერეოტიპულ წარმოდგენებს ეთანხმება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ზრდასრულ ქალთა განათლების დონე უფრო მაღალია, ვიდრე კაცების, ქალების საშუალო შემოსავალი მაინც 39 პროცენტით ნაკლებია კაცების შემოსავალზე. გენდერული თანასწორობის მიღწევა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამ მხრივ, კერძო სექტორთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მივესალმებით საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას და  შვედეთის მტავრობის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელმაც საგრძნობლად შეცვალა მეწარმე ქალთა ცხოვრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დღეს, როდესაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-5 ეტაპს ვახორციელებთ, ჩვენი ხელშეწყობა საქართველოს ყველა კუთხეზე ვრცელდება და ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის“, - განაცხადა ჩერნიშოვამ. 

 

ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლისმაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 100 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღებაწელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამაჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრულიციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიული განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა