საქართველოს ბანკი და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ
საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პარტნიორ, რეგიონულ ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფასო კონსულტაციები და სხვა უპირატესობები, რაც ფინანსური საკითხების სწორად წარმართვაში, დამატებითი რესურსების მოზიდვასა და საქმიანობის გაფართოებაში დაეხმარებათ.
პროგრამა ითვალისწინებს საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
“ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური საკითხების, მათ შორის ანგარიშგებების მოწესრიგება გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტში“ (RSMEDP) ჩართვით, შეაფასონ საკუთარი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, დახვეწონ ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები და გადადგან ნაბიჯები გაფართოებისკენ. ჩვენ არ ვჩერდებით და მხარს ვუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში მომუშავე კომპანიებსა და საწარმოებს, მისცემს სტიმულს, გაძლიერდნენ, ჩამოყალიბდნენ მდგრად ბიზნესებად და ამით საკუთარი წვლილიც შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს პროექტში ჩართვა შეუძლიათ ბმულიდან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ .
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.