მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის რეგიონებში ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად  ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს, კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მიზნით საქართველოს ბანკი „რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის“ ფარგლებში,  ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

 

პროექტის მიზანია, SME ბიზნესმა ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფრო მარტივად მოახერხოს ფინანსებზე წვდომა და შედეგად, საკუთარი ბიზნესი გახადოს უფრო მდგრადი და წარმატებული. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ბანკს, დანერგოს არაფინანსური სერვისები მერძევეობის სექტორის მეწარმეებისთვის.

 

პროგრამის მეშვეობით დაგეგმილია, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მერძევეობის მიმართულებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. კერძოდ,  მერძევეობის სექტორში ჩართული კომპანიები, შეძლებენ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სგან მიიღონ კონსულტაცია, რათა სწორად აწარმოონ ბუღალტერია და ამით გაზარდონ დაფინანსების შესაძლებლობები. პროექტის ფარგლებში ჯამში 100-მდე  მეწარმის ჩართვა იგეგმება.

 

„საქართველოს ბანკის მიზანია, მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბიზნესს განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამ თანამშრომლობის  მიზანიც ეს  გახლავთ, რომ  აჭარის და იმერეთის რეგიონებში, მერძევეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის  ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას შევუწყოთ ხელი. პროექტი  მეწარმეებს ანგარიშგებების მოწესრიგებაში დაეხმარება, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად მოიზიდონ ფინანსური რესურსები სამომავლო განვითარებისთვის. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ აჭარის და იმერეთის რეგიონებისთვის, არამედ მერძევეობისა დარგისთვის და ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ანგარიშგებების მოწესრიგება დღემდე გამოწვევად რჩება, რაც აბრკოლებს ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ბიზნესებს კიდევ უფრო გაუმარტივებს ოპერირებას და ხელს შეუწყობს მათი სამომავლო საქმიანობის გაფართოებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

„მოხარულნი ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან და ვიყოთ ჩართულები პროექტში, რომელიც ხელს შეუწყობს მერძევეობის სექტორში მოღვაწე ფერმერებისთვის არაფინანსური სერვისების მიწოდებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, მეწარმეების მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მათი ფინანსების მართვის უნარი, ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის სტაბილურობის დემონსტრირებას და ინვესტიციებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვას“, - განაცხადა გიგა ფაიქიძემ, Loialte-ს მმართველმა პარტნიორმა.

 

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა და “რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტმა” თანამშრომლობის მემორანდუმი სულ ცოტა ხნის წინ გააფორმეს.  პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული. ის Swisscontact-ის (ძირითადი განმახორციელებელი), Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.  

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა