მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების შესახებ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ისაუბრებს"

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მიმართ ახალგაზრდებში ინტერესის ამაღლებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ყველაზე მასშტაბურ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ფინანსური განათლების სივრცეში, საქართველოს ბანკიც იქნება წარმოდგენილი.

ბანკის სტენდთან  ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ფინანსური განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებსა და ლიტერატურას, ასევე, გაიგონ მეტი საქართველოს ბანკის მიერ მოსწავლეებსა და სტუდენტებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ისეთი პროდუქტების შესახებ, როგორებიც Student Card-ი და sCoolApp-ია.

გამოფენაზე მისული ახალგაზრდები შეხვდებიან დარგის ექსპერტებს. მოგვიანებით კი გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები  ფინანსური განათლების კუთხით საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.  

საქართველოს ბანკის მხრიდან პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას ლევან ფავლენიშვილი მიიღებს. ის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და Chevening-ის პროგრამის გამარჯვებულია. ლევანი ამჟამად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორი და ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. დისკუსიის ფარგლებში კი ის ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ისაუბრებს.

ლევან ფავლენიშვილისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების მიმართ ინტერესის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ამასთანავე, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტენდთან სტუმრებს დახვდებათ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული სახალისო და ინფორმაციული თამაშები, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ვიქტორინებში და დასაჩუქრდნენ პრიზებით.

„საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ფინანსური განათლების მხარდაჭერას. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გუნდი აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანს ახალგაზრდებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების დონის ამაღლება წარმოადგენს. GELi-სთან თანამშრომლობით, ჩვენ საქართველოში პირველად გავმართეთ ეკონომიკის ოლიმპიადა, რომელზეც 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. შედეგად, საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს მოსწავლეების მიერ ეკონომიკისა და ფინანსური განათლებისადმი გამოხატული ინტერესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ფინანსური განათლება სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მთავარი საფუძველია. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, განათლების საერთაშორისო გამოფენა 6 და 7 ოქტომბერს, 11:00-19:00 საათზე, ექსპოჯორჯიაში გაიმართება, სადაც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია უნივერსიტეტების, დაფინანსების მოპოვებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა