მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს - ჩივნინგის სტიპენდიატების ვინაობა ცნობილია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს მიზანდასახული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

 

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობით  საქართველოში ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. რაც იმას ნიშნავს, რომ  ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება, ისწავლონ მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებში და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები.

 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ფინანსური ხელშეწყობით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 23 საუკეთესო სტუდენტი, წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი გამარჯვებული: სოფიო ჯაფარიძე, გიორგი კვინიკაძე და მარიამ შურგაია შეემატა.

 

სოფიო ჯაფარიძე კიბერ უსაფრთხოების მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვარვიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, გიორგი კვინიკაძე მონაცემთა მეცნიერებისა და მანქანური სწავლების მიმართულებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ხოლო მარიამ შურგაია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, „ლიდერობა განათლებაში“ მიიღებს მაგისტრის ხარისხს. 

 

აღსანიშნავია, რომ ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი გამარჯვებულებს არა მხოლოდ სწავლას, არამედ ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შექმნას ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაა. ჩვენ უკვე 23 გამორჩეულ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას მივეცით შესაძლებლობა, მიეღოთ მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში განათლება. გვახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ შესაძლებლობით. რადგან გვჯერა, რომ განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნიან. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

 

2024-2025 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება აგვისტოს დასაწყისში დაიწყება და 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/ 

 

ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს.

 

ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან. დღესდღეობით კი მათი რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს.

 

2013 წელს საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ფინანსური ინსტიტუტი ხელს უწყობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება, წარმატების მიღწევა და უკეთესი მომავლის შექმნა სურთ, საკუთარი მიზნები რეალობად აქციონ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა