მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ტერმინალის აქციას სთავაზობს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სერვისების თუ პროდუქტების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ტერმინალით მომსახურების ფარგლებში აქციას სთავაზობს. ის მომხმარებლები, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს ბანკის  სტანდარტულ ან ჭკვიან ტერმინალს სტანდარტული საკომისიოს პირობით, პირველად აიღებენ,  აქციაში ჩართვის თარიღიდან 3 თვე ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.

 

საქართველოს ბანკის ტერმინალი ბიზნეს მომხმარებლებს სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობს, კერძოდ:

  • სხვადასხვა ბარათით გადახდის მიღება (Visa, MasterCard, American Express, Diners Club/Discovery, Union Pay, JCB და Georgian Card);
  • თანხის მომენტალურად ასახვა  ბიზნესის ანგარიშზე;
  • გადახდების და სტატისტიკის დამოუკიდებლად დათვალიერება ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით;
  • გადახდების მართვის პროცესში პერსონალური მენეჯერის დახმარება;
  • სპეციალური ცხელი ხაზით სარგებლობა 24/7 - ზე.

 

გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკის სხადასხვა  აქციით ისარგებლონ, რაც  ხელს შეუწყობს მათ, მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შესაბამისად, გაზარდონ ბიზნესი. ასევე აღსანიშნავია, რომ ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათი მომხმარებლები ტერმინალზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას ~ PLUS ან MR ქულებს დააგროვებენ.

 

„საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვისმნიშვნელოვანია  დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და  მივაწოდოთ მათზემორგებული შეთავაზებები. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ჭკვიანი ტერმინალით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ, საშუალებას მისცემს ერთი მოწყობილობით მიიღონ როგორც უნაღდო გადახდები, ასევე  ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში ისარგებლონ საკონტროლო-სალარო აპარატის ფუნქციით.  ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და  მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას, რომლებიც მათ ბიზნეს პროცესების მართვას გაუმარტივებენ.“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა