მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის - რატომ უნდა დარეგისტრირდე STEM სკოლაში

news image
mbc image

ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ძველ პროფესიებს ახალი პროფესიები ანაცვლებენ. შესაბამისად, STEM განათლება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის თანამშრომლობით  საგანმანათლებლო პროექტი - STEM სკოლა შეიქმნა, სადაც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა. რაც მთავარია, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად – მომავლის პროფესიების საფუძვლებს.

ამასთან, საქართველოს ბანკი კურსს ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს.  მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იანგრანტს მიიღებს.

STEM სკოლაში სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია 5 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ ვებგვერდზე stem.school.ge

რატომ STEM-ი?

STEM აბრევიატურაა, რომელიც ოთხ მიმართულებას - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას (Science, Technology, Engineering, and Mathematics) აერთიანებს. მარტივად რომ ვთქვათ, STEM განათლება ყველა იმ დისციპლინის შესახებ ცოდნას მოიცავს, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.

ახალი და შეუცვლელი პროფესიები

ლაზარე გოგოლაძე ხაშურიდანაა და ფიქრობს, რომ STEM განათლება მართალია, დღეს უკვე ძალიან საჭიროა, თუმცა მომავალში კიდევ უფრო მასობრივი გახდება.

,,ტექნოლოგიები დღითი დღე სულ უფრო და უფრო ვითარდება, ალბათ მომავალში ბევრი პროფესია გაქრება და ადამიანებს ტექნიკა ან ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს სფერო დარჩება შეუცვლელი, ადამიანის გამოგონება ადამიანზე ჭკვიანი ვერ იქნება. ადამიანები, რომლებიც დაწერენ კოდებს, შექმნიან რობოტებს ან ნივთიერებებს, ყოველთვის საჭირონი იქნებიან. ამიტომ, ვფიქრობ, ვისაც აინტერესებს ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, აუცილებლად უნდა სცადოს STEM სკოლაში სწავლა და გაიღრმაოს ცოდნა მომავლის პროფესიების შესახებ”.

პრაქტიკული ცოდნა

გაბრიელ სულამანიძე ქუთაისიდანაა, ფიზიკა და მათემატიკა ძალიან აინტერესებს. როცა გამოცდაზე გავიდა, უმაღლესი ქულაც დაიმსახურა და საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა. გაბრიელს განსაკუთრებით მოსწონს STEM სკოლის საგაკვეთილო პროცესი:

„STEM სკოლის გაკვეთილები განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილებისგან, თეორიულ ცოდნასთან ერთად ვიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას, ვასრულებთ საინტერესო დავალებებს, ვწერთ კოდებს. პირველ ნაწილში გავდივართ თეორიულ მასალას და სიმულაციებს, შემდეგ პრაქტიკულს: რასაც ვსწავლობთ, უშუალოდაც ვაკეთებთ“.

პროფესიონალი მასწავლებლები

ელენე ჩხარტიშვილი ქალაქ ფოთის სკოლაში სწავლობს და  STEM სკოლის მასწავლებლები განსაკუთრებით  მოსწონს:

,,გვყავს საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები. გეგმა გაწერილი აქვთ ყოველთვის, კითხვების დასმის საშუალებასაც გვაძლევენ და მუდამ მზად არიან თავიდან აგვიხსნან მასალა, თუკი ვერ გავიგეთ. ძალიან მარტივად და მხიარულად ხსნიან ყველაფერს, ყოველი სემესტრის ბოლოს მასწავლებლები გვთხოვენ შეფასებას, რათა გაიგონ რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და არის თუ არა რამე რაც გამოსასწორებელია“.

თანაბარი შესაძლებლობები

გაბრიელ სულამანიძეს, რომელიც  STEM სკოლის მოსწავლეა, პროგრამის  ერთ-ერთ უპირატესობად ხელმისაწვდომობა მიაჩნია.

,,გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება ონლაინ, ჩვენ ისეთ სფეროს ვსწავლობთ, რომ რეალურად არც არის საჭირო, ფიზიკურად შევხვდეთ ერთმანეთს. პირიქით, ონლაინ სწავლება კომფორტულია, რადგან ვინც დედაქალაქიდან შორს ვცხოვრობთ, არ გვიწევს გზაში დროის კარგვა. რეგიონში მცხოვრებ  ბავშვებს ნაკლებად გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა ვიპოვოთ პროექტები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენთვის საინტერესო სფერო შევისწავლოთ. STEM სკოლის ერთ-ერთი უპირატესობაც ეს არის, ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ბავშვებს აქვთ სწავლის თანაბარი შესაძლებლობა, თუ გამოცდას კარგად ჩააბარებ და მაღალ ქულას აიღებ, შეგიძლია, დაფინანსებით ისწავლო. გამოცდა რთული არ ყოფილა, ყველა თემა სკოლაში კარგად მქონდა ნასწავლი და მარტივად დავწერე, სტიპენდიაც მოვიპოვე.

საინტერესო მეგობრები და ახალი უნარ–ჩვევები

ლუკა ქაბზინაძე ქალაქ რუსთავში სწავლობს და მისთვის განსაკუთრებული სიახლე STEM სკოლაში შეძენილი მეგობრები იყო.

,,პროექტი გვაძლევს საშუალებას ახალი ადამიანები გავიცნოთ, ონლაინ შეხვედრების გარდა გვიწევს დაჯილდოებაზე  ჩასვლა, ძალიან საინტერესოა ისეთ ბავშვებთან დამეგობრება, რომლებსაც შეგიძლია შენთვის საინტერესო თემებზე ესაუბრო და გაუზიარო შენი ფიქრები.“

იმავე თემაზე ლაზარე გოგოლაძე ამატებს, რომ STEM სკოლაში მხოლოდ ინჟინერიას და კოდების წერას კი არ სწავლობენ, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობას კომუნიკაციას, ჯგუფში მუშაობას, ნამუშევრის წარდგენას, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გამოსადეგია.

თუ შენც გაინტერესებს ფიზიკა, ინჟინერია, მათემატიკა და ზოგადად მომავლის პროფესიები, ხარ ცნობისმოყვარე და გინდა მომავალში თავად გახდე ინოვატორი, აუცილებლად შეავსე განაცხადი და დაიწყე STEM სკოლის ერთწლიანი კურსი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა