მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 20-26 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართება.

ფესტივალზე  31 მოკლემეტრაჟიანი და 11 სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

კინოფესტივალ ,,თაობის” აქტივობები ქალაქ ქუთაისში შემდეგ სივრცეებში ჩატარდება:

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციური  ცენტრი;
  • ,,კინოთეატრი საქართველო”;
  • ი. გრიშაშვილის ქუჩა (თეთრ ხიდთან);
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა;

ფესტივალში  ყოველდღიურად 700-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას - ისინი დაესწრებიან სპეციალურად მათთვის შერჩეული ფილმების კინოჩვენებას, ჩაერთვებიან მოდერირებულ დისკუსიებსა და შემოქმედებით ჯგუფებთან შეხვედრებში. მოუსმენენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ლექციებს, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში და ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენენ.

ღონისძიების ფარგლებში, 21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის პირველ სკოლაში გაიმართება ვორკშოპი,  რომელსაც საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მასწავლებელი - მარეხ მაზანაშვილი გაუძღვება. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნობიან მომავლის ტექნოლოგიებს, გაიგებენ როგორ არის დაპროგრამებული ჭკვიანი მოწყობილობები, რა გზები არსებობსინოვაციური იდეების განსახორციელებლად და სხვა.

ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ ღონისძიების ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს ბანკის სტენდს და მიიღონ სპეციალური შეთავაზებები.

ინფორმაციისთვის, ფესტივალი 20 სექტემბერს, 20:00 საათზე ი. გრიშაშვილის ქუჩაზე იტალიურიფილმის  ,,ხვალინდელი დღეც გვაქვს“ საჯარო ჩვენებით გაიხსნება. აღნიშნული კინოჩვენება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

დახურვის ცერემონია კი 26 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებული ფილმებიგამოვლინდებიან, ხოლო ღონისძიება ქართული ჯგუფების კონცერტით დასრულდება.

კინოფესტივალის შესახებ:

„თაობა“ არის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული კინოფესტივალი, რომელიც 2018 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში დაარსდა. ის ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

კინოფესტივალი არაკომერციულია და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ არის ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის (European Children's Film Association) ერთადერთი წევრი საქართველოდან, ევროპული კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს“ ქართველი პარტნიორი და თანამშრომლობს ათობით საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა