მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში

news image
mbc image

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა მსოფლიოში.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, Global Finance-მა მსოფლიოსა და რეგიონისსაუკეთესო როგორც სამომხმარებლო, ასევე კორპორატიული ციფრული ბანკები გამოავლინა.

საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 ნომინაციაში დასახელდა როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

„ფინტექის მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება დაკიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა სრულად ცვლის ციფრული საბანკო სერვისებისმიმართულებას. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო კი იმ ფინანსურიინსტიტუტების აღიარებას ემსახურება, რომლებიც ფინტექის სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, -აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.  

“Global Finance-ის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა - შევქმნათ საუკეთესო ციფრული პროდუქტები ჩვენი მომხმარებლებისთვის. Global Finance-ის აღიარება და საქართველოს ბანკის საუკეთესოდ დასახელება ისეთ ბანკებს შორის, როგორებიც არის Bank of America, BBVA, Santanderთუ სხვა, დიდი მიღწევაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ამ პროცესში შეტანილი წვლილისათვის. ჩვენ ერთად ვქმნით საუკეთესო ციფრულ ბანკს მსოფლიოში!“ - აღნიშნავს ლევან გომშიაშვილი, მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.

გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურის წევრები რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის იყო: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებისა და მოხმარების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და მათი კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, ციფრული ბანკის ფუნქციურობა და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ წარდგენილ პროდუქტებსა და ფუნქციონალებს შორის კი იყო: Ads Manager-ის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, მონაცემების ანალიტიკაზე დაფუძნებული ბიზნეს შეთავაზებები 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს აჩვენონ მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე; 

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა