საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს Simple Steps Academy-ში ციფრული მარკეტინგის კურსზე შეასწავლიან
საქართველოს ბანკის ციფრული სარეკლამო პლატფორმა Ads მენეჯერი, რომელიც ბიზნესებს 1 500 000 მომხმარებელთან აკავშირებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში მოხვდა. ციფრული მარკეტინგის შემსწავლელმა ერთ-ერთმა წამყვანმა ქართულმა აკადემიამ, Simple Steps Academy-მ, Ads მენეჯერი საკუთარი კურსის სილაბუსში შეიტანა და მას ისეთ ცნობილ ციფრულ ხელსაწყოებთან ერთად ასწავლის, როგორებიცაა Google Ads, Meta Business Manager და სხვა.
აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერი პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნისა და მართვის პლატფორმაა საქართველოს ბანკისგან. იგი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ინფორმაცია ფასდაკლების, ქეშბექის ან სპეციალური პირობების შესახებ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მობილბანკში, ინტერნეტბანკსა ან offers.bog.ge-ზე გაუზიაროს. მისი მეშვეობით, ბიზნესი ირჩევს მიზნობრივ აუდიტორიას მომხმარებელთა ადგილმდებარეობის, ასაკის, ინტერესების, ქცევის თუ სქესის მიხედვით, მომხმარებელი კი ორგანიზებულად, ერთ სივრცეში ათვალიერებს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს.
Ads მენეჯერი რეგიონული მასშტაბით უნიკალური პლატფორმაა და ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა. ის კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდონ გაყიდვები და შეიძინონ ერთგული მომხმარებლები.
„მოხარული ვართ, რომ Ads მენეჯერი იქცა ისეთ საინტერესო პლატფორმად, რომლის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება სილაბუსს ადგენს. თანამედროვე სამყაროში ბიზნესებისთვის ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა, შესაბამისად, სასიამოვნოა, რომ ამ სფეროს შესწავლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ და შემდგომში პრაქტიკაში დანერგონ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ხელსაწყო, რომელიც მათ გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესებისთვის სასარგებლო ციფრული ეკოსისტემის განვითარებას“, - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
Simple Steps Academy-ის ციფრული მარკეტინგის ფიზიკური კურსი 9 სექტემბერს, ხოლო ონლაინ კურსი 10 სექტემბერს დაიწყება. მას ალექსანდრე ჩომახიძე და ნიკა იორდანიშვილი გაუძღვებიან.
კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ ბმულს, Ads მენეჯერის შესახებ კი გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.