მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის რიგით 24-ე ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა, რაც სკოლის 1700-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას,  ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან.

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა აღჭურვილია 3000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. ასევე, ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც  მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ზოგადი განათლება და აღმოაჩინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკები მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს.

„საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტს ვახორციელებთ და ვქმნით მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს 16 000-ზე მეტი მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას, კითხვის პოპულარიზაციას და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მეტი სკოლის  მოსწავლისთვის გახდება შემეცნების და თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების სივრცე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ისტორია 1830 წლიდან იწყება. ის  XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ ამ სკოლაში სწავლობდნენ გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი... ასევე, ქართველი პოეტები: ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე და სხვა. 

ინფორმაციისთვის, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკა პარტნიორებთან - სულაკაურის გამომცემლობასთან, აკაკი სონგულიასთან, ალიანს ჯგუფის დამფუძნებელთან და ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობით გაიხსნა.

ბიბლიოთეკების პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ქართული ფესტივალის „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია

21.08.2026.20:02

თანამედროვე ბიზნესი სცდება ვიწრო კომერციულ მიზნებს, კომპანიის წარმატება სულ უფრო მეტად იზომება იმ ღირებულებით, რასაც ის საზოგადო ინტერესებისა და ქვეყნის ზოგადი პოპულარიზაციისთვის ქმნის.
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა „იელთი ჯგუფის“ გადაწყვეტილება, გახდეს ნიუ-იორკში დაგეგმილი მასშტაბური ქართული ფესტივალის, „ზეიმის“ (ZEIMI) მთავარი პარტნიორი.

30 აგვისტოს, ბრუკლინის ცენტრში დაგეგმილი ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას და საქართველოს კულტურული თუ ბიზნეს პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ერთი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცე ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ცენტრი გახდება. სტუმრებს დახვდებათ ღვინისა და კულინარიის სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. პატარა სტუმრებისთვის „იელთი ჯგუფი“ განსაკუთრებულ საბავშვო ზონას წარადგენს, ხოლო კომპანიის სპეციალურ სტენდთან დამთვალიერებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია ცხადყოფს, რომ კომპანიის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანურ ურთიერთობებთან და იმ საზოგადოების მხარდაჭერასთან, რომელიც ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან. "ზეიმის" მთავარი ღირებულებაც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ქართველები მეტად უკავშირდებიან სამშობლოს. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები კი ქვეყნის მრავალფეროვნებას ეცნობიან.

„იელთი ჯგუფის“ ჩართვა ამ პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მზაობას, გასცდეს ჩვეულებრივ კომერციულ ჩარჩოებს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა