საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათები 100-მდე ბიზნესმა შექმნა
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ახლახან ბანკმა ციფრული სასაჩუქრე ბარათი შექმნა, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გაზარდოს გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათს ბიზნესები დამოუკიდებლად, საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ქმნიან და მომხმარებელს წინასწარ დარიცხული, კონკრეტული მოცულობის თანხით სერვისის ან პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას აძლევენ. ციფრული სასაჩუქრე ბარათები უკვე შექმნა 100-მდე ბიზნესმა, რომელთა შორის არიან სავაჭრო, სპორტული, გასართობი და სხვა ტიპის ობიექტები.
ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა მომხმარებელს მობილბანკიდან და ინტერნეტ ბანკიდან შეუძლია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, საქართველოს ბანკის 1.4 მილიონ მომხმარებელს მიაწვდინოს ინფორმაცია საკუთარი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.
ციფრულ სასაჩუქრე ბარათს რამდენიმე უპირატესობა აქვს:
აღსანიშნავია, რომ მობილბანკში ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სასაჩუქრე ბარათები, მათი შეძენა და გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, მუდმივად ქმნის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს მცირე, საშუალო თუ დიდი კომპანიების ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის ასზე მეტმა ბიზნეს მომხმარებელმა უკვე გამოიყენა ახალი შესაძლებლობა და შექმნა სასაჩუქრე ბარათები, შედეგად კი მიწვდა ახალ მომხმარებლებს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ბიზნესებს ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერისმეშვეობით შეუძლიათ. ბიზნეს მენეჯერში შესვლა კი შესაძლებელია იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში გამოიყენება.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს.
მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია საქართველოს ბანკის პირველი ტერმინალი მარტივად, ონლაინ მოითხოვოს.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.