საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს შეთავაზებების სივრცე დაემატა
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბიზნეს მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს შეთავაზების სივრცე დაამატა.
ბიზნესის განვითარებისა და წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური, იურიდიული თუ სხვა სახის ოპერაციების გამართული მუშაობა, სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, სივრცეს უთმობს პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესებს მათთვის საჭირო სერვისებს გამორჩეული პირობებით სთავაზობენ. მომხმარებლებს აღნიშნული შეთავაზებების ნახვა საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკსა და ბიზნეს მობილბანკში შეუძლიათ.
შეთავაზებების სივრცით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ კომპანიაში მიმდინარე პროცესები, გამართონ ფინანსური თუ იურიდიული მხარე, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია მარკეტინგის, შრომის უსაფრთხოების, მარაგების მართვის კუთხითა და სხვა მიმართულებით.
„საქართველოს ბანკი წლებია ბიზნესის განვითარებასა და გაძლიერებას უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შევქმნათ ახალი პროდუქტი თუ სერვისი ან გავაუმჯობესოთ უკვე არსებული. თანამედროვე სამყაროში, ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს, ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, პროცესების გამართული მუშაობა ამ დროს საციცოხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენს ბიზნეს მომხარებლებს ინტერნეტ ბანკსა და მობილ ბანკში კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებებს ვახვედრებთ, რაც გულისხმობს: სპეციალურ ფასებს, უფასო სერვისებს, სუბსიდიებსა და სხვა შესაძლებლობებს. გვჯერა, რომ ბიზნესები აუცილებლად იპოვნიან მათ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებას, რაც მათ დაეხმარება, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ და გავნითარდნენ. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად გავუმარტივოთ ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში
შეთავაზების ახალი სივრცის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპრუდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ მიიღოთ აქ
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.