მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელთა 80% საქმიანობას ბიზნეს მობილბანკით მართავს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი განაგრძნობს ბიზნესების მხარდაჭერას და უკვე 4 წელია, მათთვის ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციას, ბიზნეს მობილბანკს უწყვეტ რეჟიმში  ავითარებს. 93%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით, აპლიკაცია  მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესებისთვის დროისა და რესურსების დაზოგვის ეფექტიან საშუალებად იქცა.

„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ აპლიკაციის ახალი გზავნილია, რადგან დროთა განმავლობაში ბიზნეს მობილბანკი არა მხოლოდ საბანკო მომსახურების მიღების საშუალებად, არამედ ბიზნეს პროცესების მართვის ეფექტიან ინსტრუმენტად იქცა.

დღეისათვის ბიზნეს მობილბანკი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციონალს აერთიანებს, მათ შორისაა:

  • ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე+ და შეგროვებადი ანაბრების გახსნა;
  • ბიზნეს ბარათების შეკვეთა;
  • ბიზნეს სესხის მოთხოვნა ან ბიზნეს სესხის წინსწრებით დაფარვა;
  • საკრედიტო ხაზის ათვისება;
  • დამატებითი ბიზნეს ანგარიშის გახსნა;
  • გადახდებისა და გადარიცხვების შესრულება.

გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომია ბიზნეს შეთავაზებები. ეს მიმართულება აერთიანებს ფასდაკლებასა და უფასო სერვისებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობს შესრულებაში ეხმარება. მაგალითად, სხვადასხვა გლობალური ბრენდის შეთავაზებები მარკეტინგულ, საგანამანთლებლო თუ პროექტების მართვის პლატფორმებზე.

ბიზნესის მართვას საქართველოს ბანკის მობილბანკი ამარტივებს იმ კუთხითაც, რომ იგი კომპანიის დირექტორებსა აძლევს დოკუმენტებზე ხელმოწერის შესაძლებლობას, შესაბამისად, მარტივდება გადარიცხვების შესრულება, კომუნალურების გადახდა, ხელფასის გადარიცხვა და სხვა. რაც მთავარია, მინიჭებული როლებით განსაზღვრული ოპერაციების შესრულება დირექტორს, ბუღალტერს ან ფინანსურ მენეჯერს, ტელეფონით, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია.

ბიზნეს მობილბანკში ასევე შესაძლებელია მომხმარებლების მიერ შესრულებული გადახდების და ჩარიცხვების შემოწმება. ეს შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, ანგარიშზე არსებულ ფინანსურ რესურსებზე უახლესი ინფორმაცია ჰქონდეთ.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ავითარებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ეხმარება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბიზნეს მობილბანკს ბიზნეს მომხმარებელთა 80% იყენებს და მათი კმაყოფილების მაჩვენებელი რეკორდულ მაქსიმუმზეა და 95%-მდეა. ჩვენ მომხმარებლებს ბიზნეს მობილბანკი წარვუდგინეთ, აღვნიშნეთ, რომ მისი მეშვეობით ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციებისა და აქტივობების განხორციელება სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან იქნებოდა შესაძლებელი, ჩვენ ამ დაპირებას ყოველდღიურად ვასრულებთ და ბიზნეს მობილბანკს უნივერსალური აპლიკაციის მიმართულებით ვავითარებთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში ბიზნესებს მობილბანკში არაერთ განახლებას შევთავაზებთ, რომელიც მათ გამოწვევების მარტივად  გადალახვაში დაეხმარება“, - ამბობს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ამ ბმულიდან ან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი,გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა