საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Email მარკეტინგის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას - Businesscourse.ge ახალი კურსი, Email მარკეტინგი დაემატა.
ბიზნესკურსის საგანმანათლებლო პლატფორმა უკვე არაერთი წელია, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვანი ინფორმაციითა და სასწავლო რესურსებით აძლიერებს. პლატფორმა მუდმივად ახლდება და მას ყველაზე მოთხოვნად თემებზე ახალი კურსები ემატება.
Email მარკეტინგის კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიები. კურსი 10 ვიდეოლექციას მოიცავს, რომელთა გავლის შემთხვევაში გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება მომხმარებლის მეილების შეგროვება, ტექსტური მეილების ვიზუალიზაცია, ციფრული ხელსაწყოების გამოყენება, კამპანიების შედეგების გაზომვა და სხვა. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ, თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაცია სწორ აუდიტორიამდე მიიტანოთ და გაყიდვები გაზარდოთ. კურსს საქართველოს ბანკის ციფრული არხების ხელმძღვანელი, სოსო გომარელი უძღვება.
„Email მარკეტინგი ციფრული კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ამავე დროსუძველესი არხია. მას თანაბარი წარმატებით იყენებენ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესები, ისედიდი კორპორაციები. ამ კურსის მეშვეობით გაგიზიარებთ ინფორმაციას Email მარკეტინგისსაწყისებისა და მაგალითების შესახებ, გაგიზიარებთ მიგნებებს და გასწავლით, როგორგამოიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ისე, რომ თქვენი Email კამპანიები წარმატებული იყოს“, - ამბობს სოსო გომარელი.
Businesscourse.ge უფასო პლატფორმაა, სადაც ბიზნესებისთვის საჭირო ინფორმაცია სასწავლო კურსების ფორმატშია გაერთიანებული. პლატფორმა მოიცავს კურსებს ფინანსების, მარკეტინგის, ვაჭრობის და სხვა საკითხების შესახებ. ჯამში პლატფორმაზე 50-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომივიდეოფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
Email მარკეტინგის კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვისეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.