მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Excel-ის კურსი დაემატა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ახალი, Excel-ის გამოყენების კურსი დაემატა, რომელსაც გიორგი დათუკიშვილი გაუძღვება.

კურსი 4 მოდულისგან შედგება, რის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი თემები :

  • როგორ დავამუშაოთ ბიზნესისთვის საჭირო მონაცემები?
  • როგორ ავირიდოთ თავი შეცდომებისაგან და მონაცემთა დუბლირებისგან?
  • FAQ - სხვადასხვა ამოცანებით
  • როგორ გამოვიყენოთ წლიური დაგროვილი მონაცემები გადაწყვეტილებების მისაღებად

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვიკვლევთ პარტნიორი ბიზნესების საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ ისეთი სერვისებისა და პროდუქტების შესაქმნელად, რაც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტურ კურსებს, რომლებსაც ჩვენს უფასო ონლაინ პლატფორმა - Businesscourse.ge-ზე ვათავსებთ. ამჯერად, პლატფორმას ექსელის კურსი დაემატა, რომელიც არა მარტო ბიზნესის წარმომადგენელებს, არამედ ყველა დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სიღრმისეულად გაეცნონ ამ პროგრამას და შეისწავლონ, თუ  როგორ დაამუშაონ საჭირო მონაცემები. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას და სამომავლოდ არაერთ საინტერესო კურსს  შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს“,  - განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა.

აღნიშნული ბიზნესკურსი მომზადებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

ინფორმაციისთვის, Businesscourse.ge საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც  ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან კურსებსა და მასტერკლასებს. კურსები ვიდეო ლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს ცოდნა სასურველ თემაზე. პლატფორმაზე უკვე 50-ზე მეტი უფასო კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის საფუძვლებისა და სხვა საკითხების შესახებ.

ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა