საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს პროექტების მართვის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს ახორციელებს. მათ შორის, უკვე არაერთი წელია, ქმნის და აძლიერებს ონლაინ კურსების პლატფორმას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. პლატფორმა Businesscourse.ge უფასო სასწავლო პროგრამებს აერთიანებს და დამწყები თუ გამოცდილი ბიზნესების საჭიროებებს პასუხობს. პლატფორმაზე კურსები რეგულარულად ემატება და მათი რიცხვი 50-ს აჭარბებს. ახლახან კი მათ კიდევ ერთი კურსი - პროექტების მართვა დაემატა.
ახალ კურსში განხილულია ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა პროექტის მნიშვნელობა ბიზნესში, პროექტის მართვის ინსტრუმენტები, პროექტის ინიცირება, საჭირო ეტაპები - ბიუჯეტის დაგეგმვიდანწესდების შემუშავებამდე და სხვა. კურსს უძღვება პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე. კურსი შვიდი ვიდეოლექციისგან შედგება, მისი გავლა 24/7-ზე შეუძლია არა მხოლოდ ბიზნესში აქტიურად ჩართულ ადამიანებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი ადგილიდან.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნეს განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მუდმივად მზარდია საგანმანათლებლო პროგრამებისადმი ინტერესი, რასაც ჩვენ Businesscourse.ge-ით და სხვა ინიციატივებით მუდმივად ვპასუხობთ. მხოლოდ გასულ წელს კურსები 15 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. რაც მთავარია, ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, შემდგომში კი მათზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ვქმნით. მათ შორისაა ახალი კურსიც პროექტების მართვის შესახებ. ვიმედოვნებთ, ის საინტერესო იქნება ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და მათ საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.