საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე გასულ წელს 23 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა
საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტი უკვე შვიდი წელია, ავითარებს საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge, რომელიც ახლა უკვე ბიზნესების ერთიანი სივრცის — ბიზნეს 360-ის ნაწილია. პლატფორმა 60-მდე კურსსა და მასტერკლასს მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, გაყიდვების და სხვა არაერთი თემატიკის გარშემო. ვიდეოლექციებს, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან.
გასულ წელს პლატფორმის დახმარებით 23 ათასზე მეტმა ადამიანმა აიმაღლა კვალიფიკაცია. პოპულარულ ბიზნესკურსებს შორის გამოირჩეოდა შემდეგი კურსები:
“საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ბიზნესისთვის განათლების ხელშეწყობა. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს, შემდეგ კი მათ ინტერესებზე მორგებულ კურსებს ექსპერტებთან ერთად ვქმნით. ბიზნესკურსი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რადგან 2018 წლიდან ჩვენ ათობით ათას ადამიანს გავუზიარეთ ინფორმაცია და გამოცდილება ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, როგორებიცაა ლიდერობა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, კონტენტის შექმნა და სხვა. ბიზნესკურსისადმი მზარდი ინტერესი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო გავზარდოთ პლატფორმის შესაძლებლობები“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმას Businesscourse.ge ახლახან დაემატა ახალი კურსები Email მარკეტინგისადა ელექტრონული კომერციის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.