საქართველოს ბანკის BOG sCoolApp-ს უკვე 65 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს
ყველაზე თანამედროვე და ციფრული თაობისთვის საქართველოს ბანკმა ფინანსური აპლიკაცია BOG sCoolApp-ი სულ რამდენიმე თვის წინ შექმნა, თუმცა, დღეს აპლიკაციას უკვე 65 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი BOG sCoolApp-ის მეშვეობით ახალგაზრდებს შეუძლიათ თვალი ადევნონ საკუთარ ჯიბის ფულს, შეივსონ მობილურის ბალანსი, გაუგზავნონ თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა მშობლებს, მარტივი და სახალისო გზით განახორციელონ გადარიცხვა მეგობრებთან, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ოლიმპიადებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ყულაბის ფუნქციის მეშვეობით ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ ფულის დაგროვება, აისრულონ დასახული მიზნები და არ გაჩერდნენ.
„საქართველოს ბანკის მიზანია, რომ ყველაზე ციფრული, თანამედროვე და თავისუფალი თაობისთვის შექმნას განვითარების ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარება მათ, მომავალში მიიღონ უკეთესი, უფრო გონივრული და გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება BOG sCoolApp-ის შექმნაც, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საკუთარი ფინანსების განკარგვის სრულ თავისუფლებას, რაც ხელს უწყობს მათში ფინანსური აზროვნების ჩამოყალიბებას და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მარტივი ეკონომიკური პრინციპების გათავისებას. ჩვენი ინიციატივის ეფექტურობაზე კი მოსწავლეების მხრიდან მუდმივად მზარდი ინტერესი მეტყველებს. დღეს, BOG sCoolApp-ს 65 000-ზე მეტი ახალგაზრდა იყენებს და რაც ყველაზე მეტად გვახარებს, არის ის, რომ მათი რაოდენობა დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.
თუმცა, ეს BOG sCoolApp-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. საქართველოს ბანკის გუნდი აქტიურად აგრძელებს აპლიკაციის ფუნქციონალის დახვეწაზე მუშაობას, რათა ის მოსწავლეების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული გახადოს.
აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.