მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის დასაქმების პროგრამა „ლიდერატორის“ შესახებ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის დასაქმების ყოველწლიური პროგრამა - ლიდერატორი იწყება. ახალგაზრდებისთვის პროექტის უკეთ გასაცნობად და მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლადსტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობების, ბენეფიტების და მომავალი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ლიდერატორის მონაწილეებმა  კი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს მიღებული გამოცდილება და განაცხადების წარმატებულად შესავსებად საჭირო რჩევები გაუზიარეს.

ლიდერატორის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო. წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი სფერო 14 პროგრამიდან შეარჩიონ, რომელიც 40 მიმართულებას აერთიანებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბაკალავრის საფეხურის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

ლიდერატორის ფარგლებში, ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს, სფეროს პროფესიონალების დახმარებით დააგროვებენ სასურველი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას, მიიღებენ მენტორებისგან მუდმივ უკუკავშირს, შეიძენენ ახალ კონტაქტებს და განივითარებენ სასურველი პროფესიისთვის საჭირო უნარებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა როტაციით გაეცნონ სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას, შეიძინონ პროფესიული უნარები, რაც მათ  დაეხმარება, სწორად განსაზღვრონ კარიერული ინტერესები და აირჩიონ მომავალი პროფესია.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა თითოეული ლიდერატორისთვის ინდივიდუალურად, მათი აკადემიური განრიგის გათვალისწინებით ხდება. ამასთან, პროექტის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძონ.

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი შესაძლებლობების. ამიტომ, ჩვენი ინიციატივები მათი პოტენციალის სრულად გამოვლენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ მიზნით, 2017 წლიდან ჩვენ ლიდერატორის პროგრამას ვახორციელებთ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების პარალელურად, იმუშაონ დარგის ექსპერტებთან ერთად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება და განვითარდნენ როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად. ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება, მასში მონაწილეობა 400-მდე სტუდენტმა მიიღო, პროგრამის დასრულების შემდეგ კი 85%-მა ჩვენთან განაგრძო თანამშრომლობა. ყოველწლიურად პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა