მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე “მდგრადი ეკონომიკის ფორუმში” იღებდა მონაწილეობას

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან თანამშრომლობით რიგით მეხუთე „მდგრადი დაფინანსების ფორუმი“ გამართა.

წელს ფორუმს 15 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ექსპერტები ევროკავშირიდან, საქართველოს ეროვნული ბანკების მენეჯერული რგოლის, ფინანსური ინსტიტუტების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილავდნენ როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ გამოცდილებასა და თანამედროვე ტენდენციებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და საქართველოს მსგავს ქვეყნებში მდგრად ფინანსურ განვითარებას. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

ფორუმის პანელზე: „კერძო სექტორის პერსპექტივა: ინიციატივებიდან და რეგულაციებიდან იმპლემენტაციამდე - გამოწვევები და წარმატების ისტორიები“ სპიკერის ამპლუაში საქართველოს ბანკის გამოცდილებაზე ფინანსური ინსტიტუტის ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე საუბრობდა.

ანა ოსაძემ პანელის ფარგლებში მონაწილეებს საქართველოს ბანკის გამოცდილება გაუზიარა ESG & Sustainability მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების, რეგულაციებთან ადაპტაციის, არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

„საქართველოს ბანკში, ESG სტრატეგია, ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია, შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტის მწვანე პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება ბიზნესების ცნობიერების ამაღლებას მწვანე ინიციატივების, არა მხოლოდ გარემოზე ზიანის შემცირების, არამედ ფინანსური მომგებიანობის შესახებ, მეორე მხრივ კი ჩვენს ძალისხმევას, რაც შეიძლება გავზარდოთ მდგრადი დაფინანსების წილი ჩვენს პორტფელში და შევამციროთ რისკები. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას ამ მიმართულებით და იმ ფინანსური თუ სხვა სახის ხელშემწყობ ფაქტორებს, რომელთა საშუალებითაც გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მომხმარებლები და ხელი შევუწყოთ ბიზნესების მდგრად განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა