საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერი ბიზნესისთვის - პლატფორმა, სადაც შეგიძლია მოითხოვო და მართო გადახდები
ბიზნესის წარმატების საფუძველი შემოსავლების სწორ მართვაშია. არ აქვს მნიშვნელობა, მცირე მეწარმე ხარ, საშუალო თუ დიდ ბიზნესს ფლობ, გადახდების მიღება და მისი სწორი მენეჯმენტი ყველა შემთხვევაში შენს პრიორიტეტებს შორის იქნება. ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, იმისათვის, რომ გაყიდული პროდუქტების საფასური დროულად აღრიცხო და მეორე მხრივ, დანახარჯებიც ისე აკონტროლო, რომ ყველა რისკი მინიმუმამდე დაიყვანო.
ეს ყველაფერი ქართულ რეალობაში უკვე დიდი ხანია, შესაძლებელია - საქართველოს ბანკი ბიზნესებსგადახდების მენეჯერს სთავაზობს. ესაა ერთიანი სივრცე საიდანაც შესაძლებელია, როგორც არსებული გადახდების ნახვა და მართვა, ასევე ახალი გადახდის მეთოდების მოთხოვნა და დამატება.
როგორ შეგიძლია მოითხოვო გადახდის მეთოდები გადახდების მენეჯერით?
პლატფორმის მეშვეობით გადახდის მეთოდების მოთხოვნა და დამატება შესაძლებელია სრულად ციფრულად. თუ მხოლოდ ფიზიკური მაღაზია გაქვს და გადახდებს ადგილზევე იღებ, შეგიძლია ტერმინალი დისტანციურად მოითხოვო, ხოლო თუ პროდუქტს ან სერვისს ონლაინ ყიდი, ვებგვერდზე გადახდის ღილაკის დამატებაც მარტივად, ამავე პლატფორმიდან შეგიძლია. გადახდების მენეჯერის ვებგვერდზედეტალურადაა ახსნილი, თუ როგორ შეიძლება დაამატო ონლაინ გადახდის მეთოდები, რომელიც მრავალფეროვანია. მათ შორისაა:
მათი ინტეგრაციის სიმარტივე, მეთოდების და უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტები კი როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესის მმართველს, კომფორტს ანიჭებს.
როგორ შეგიძლია ნახო და მართო შემოსული გადახდები?
პლატფორმის უპირატესობა ისაა, რომ იგი გადახდების სრულ ისტორიას აერთიანებს. აქ თავს იყრის ყველა ტრანზაქცია, რომელიც პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის შემდეგ განხორციელდა. სურვილისამებრ კი საჭირო ოპერაციების შესრულებაც შესაძლებელია, მაგალითად - თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება და სხვა.
როგორ შეგიძლია გააანალიზო მიღებული გადახდები?
მას შემდეგ, რაც გადახდების ისტორიასა და დეტალებს ნახავ, შეძლებ, ჩამოტვირთო ამონაწერები სასურველი პარამეტრებით და ფორმატით, რაც ბიზნესის შემოსავლებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე სრულფასოვანი ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას მოგცემს. დღეს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამიტომაც პლატფორმა თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებს პასუხობს.
თუ გაინტერესებს მეტი გადახდების მენეჯერზე, ეწვიე ამ ბმულს ხოლო თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.