საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერს ბმულით გადახდა დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნესებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ გადახდებს, გამორჩეულ ციფრულ პლატფორმას - გადახდების მენეჯერს სთავაზობს. ეს არის ერთიანი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია, როგორც არსებული გადახდების ნახვა და მართვა, ასევე ახალი გადახდის მეთოდების დამატება. პლატფორმა ახლახან განახლდა - გაუმჯობესდა მისი ინტერფეისი და დაემატა ბმულით გადახდის მეთოდი.
თუ პროდუქციას/სერვისს სოციალური ქსელით ყიდით, რადგან არ გაქვთ საკუთარი ვებგვერდი და არც დეველოპერის რესურსი, მაშინ თქვენს ბიზნესს ბმულით გადახდის საუკეთესო შესაძლებლობას ვთავაზობთ.
სერვისი დაგეხმარებათ:
გარდა ამისა, განახლებული გადახდების მენეჯერი კიდევ უფრო ინტუიციური გახდა - ბიზნესები გადახდებზე სრულ ინფორმაციას იღებენ, ახალი ფუნქციონალებით შეუძლიათ მოითხოვონ ფიზიკური თუ ონლაინ გადახდების მეთოდები, გააანალიზონ მიღებული შემოსავლების დინამიკა და ეფექტიანად მართონ საქმიანობა.
გადახდების მენეჯერის მეშვეობით შესაძლებელია ვებგვერდზე გადახდის ღილაკის დამატება ან სრულიად დისტანციურად, ფიზიკური ტერმინალის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ გადახდის მეთოდის მოთხოვნაზე დასტურის მიღების შემდეგ, მის ინტეგრაციას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. პლატფორმა ონლაინ გადახდების მრავალფეროვან მეთოდებსაც აერთიანებს. თითოეული მათგანი კი გადახდის პროცესს ამარტივებს და ბიზნესს გაყიდვების ზრდაში ეხმარება. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია:
პლატფორმაზე ასევე ერთიანდება მიღებული გადახდების ისტორია, რაც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის საჭირო ოპერაციები შეასრულოს. მაგალითად, დააბრუნოს ან გაყოს თანხა, გააუქმოს განვადება, გადმოწეროს ამონაწერები სასურველი პარამეტრებით ან ფორმატით და სხვა.
გარდა ამისა, საქრათველოს ბანკი მერჩანტებს სთავაზობს ონლაინ ჩარიცხვებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, მყისიერად მიიღონ თანხა ანგარიშზე როგორც კი გადახდა პოს ტერმინალზე ან ელ. კომერციაში დასრულდება. ეს უსწრაფესი პროცესი უზრუნველყოფს, თანხები პირდაპირ მერჩანტის ანგარიშზე, რეალურ დროში ჩაირიცხოს, რაც გამორიცხავს შეფერხებებს და აუმჯობესებს ფულადი სახსრების მოძრაობას. მერჩანტებს შეუძლიათ ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები, ჰქონდეთ სწრაფი წვდომა შემოსავლებზე. შესაბამისად, აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილება შექმნან. ამ ფუნქციის მეშვეობით ბანკი ბიზნესებს ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებასა და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებაში ეხმარება.
გაიგეთ მეტი გადახდების მენეჯერის შესახებ ამ ბმულიდან ხოლო თუ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.