საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია — ახალი შესაძლებლობა არქიტექტურის სტუდენტებისთვის
მოტივირებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი სასტიპენდიო პროგრამები წარმოადგენს.
ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, არაერთმა ქართველმა სტუდენტმა სამაგისტრო საფეხურზე განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღო.
საქართველოში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი ამჯერად ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
13 პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ბანკი მოტივირებულ და ლიდერობის უნარების მქონე სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს. ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეძლებენ მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება სასურველი მიმართულებით სასწავლებლად.
საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთ-ერთია იმ მრავალი შესაძლებლობიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი სტუდენტებს ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სთავაზობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ერთჯერადი არ არის და სტუდენტებს ყოველ წელს ექნებათ შესაძლებლობა, სტიპენდია მოიპოვონ. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ აპლიკანტი იყოს საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს ლიდერობის უნარები და დაინტერესებული იყოს საბანკო საქმიანობის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის ან თავისი უნივერსიტეტის სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. თითოეული უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტიპენდიატის შერჩევის კრიტერიუმებს თავად განსაზღვრავს, რის შესახებაც ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებგვერდებზე განთავსდება.
დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეგიძლია გაიგო აქ.
ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას, სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხუთი პარტნიორი უნივერსიტეტის (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
საქართველოს ბანკის ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს პარტნიორი უნივერსიტეტები თავად შეარჩევენ, რაც თითოეულის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული. სტიპენდიის მოპოვების მსურველები დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით ან ადმინისტრაციის დახმარებით მიიღებენ. ასევე, სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
სტიპენდია, რომელიც მომავალი წარმატებული არქიტექტორების აღმოჩენის შესაძლებლობას ქმნის, სწორედ იმ არქიტექტორის სახელობისაა, რომლის ხედვებიც დროს უსწრებდა. გიორგი ჩახავას ეკუთვნის არაერთი ეპოქალური პროექტის იდეა, რომლებიც საქართველოს ფარგლებსაც სცდება. საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ლიბანს და სხვა ქვეყნებს დღემდე ამშვენებს გიორგი ჩახავას მიერ შექმნილი არქიტექტურა. ჩახავას უნიკალური ხელწერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაა. რეკონსტრუქციის შემდეგაც საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშად რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაგებობას უძრავი ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.