საქართველოს ბანკის იდეათეკები უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს
ფერადი და ნათელი სივრცე მეტი შემეცნებისთვის, ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობისთვის და ახალი აღმოჩენებისთვის - ეს საქართველოს ბანკის იდეათეკაა. რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის შექმნილი სივრცე, რომელიც მოსწავლეების აძლევს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებსა და საბაზისო STEM განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებზე.
საქართველოს ბანკის იდეათეკის მთავარი მისია ბანკის მთავარ ღირებულებას ეფუძნება - შექმნას განათლების შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყოს მათ გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
„საქართველოს ბანკში ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების, მათი შესაძლებლობების და იმის, რომ განათლება ქმნის უკეთეს მომავალს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, მივცეთ სკოლის მოსწავლეებს წვდომა შემეცნებით რესურსებზე, რომელიც დაეხმარება მათ, სამყაროს უკეთ შეცნობაში, მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და კითხვის შეყვარებაში. სწორედ ასე დაიბადა საქართველოს ბანკის იდეათეკების შექმნის იდეა - სივრცის, რომელიც გარკვეულ როლს ითამაშებს ბავშვების უკეთესი მომავლის განხორციელების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
2019 წელს საქართველოს ბანკის ინიციატივით და პარტნიორების ხელშეწყობით პირველი იდეათეკა შეიქმნა. ახლახანს კი ბანკმა რიგით მეოცე იდეათეკა ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში გახსნა.
დღეს მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
თავდაპირველად, იდეათეკების მიზანს საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენდა. ასე გაიხსნა 10-მდე იდეათეკა. თუმცა, ბავშვებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად, საქართველოს ბანკის გუნდის მისია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
შედეგად, ბანკის მიზანი ახლა საქართველოს რაც შეიძლება მეტი რეგიონის, მეტი სკოლის მოცვაა. საქართველოს ბანკის იდეათეკები უკვე ფუნქციონირებს ხურვალეთის, დიცის, ფოთის, პანკისის, ზემო ნიქოზის, ახალქალაქის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ჯვრის, ჩოხატაურის, ნაბეღლავის, ერისიმედის, ლამბალოს, უდაბნოს, საბათლოს, თბილისის, მუხრანის, ზუგდიდის, შინდისის და ბოლნისის სკოლებში.
წლის ბოლომდე მათ რიცხვს კი კიდევ რამდენიმე იდეათეკა შეემატება.
„საქართველოს ბანკში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და მისი როლი უკეთესი, უფრო ნათელი მომავლის შექმნის პროცესში. მისი მთავარი განმახორციელებელი კი ახალგაზრდები არიან. ჩვენ ერთგვარად ამბიციური მიზანი გვამოძრავებს - რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მივცეთ წვდომა განათლების, შემეცნების და ახალი აღმოჩენებისთვის საჭირო თანამედროვე რესურსებზე. სწორედ ამიტომ, თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნისგან შემდგარი მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით - ადგილით, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ STEM მეცნიერების საფუძვლებს. ჩვენი გუნდის და პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლის 10 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა იდეათეკის ფერად სივრცეზე. მათგან მიღებული უკუკავშირი კი გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტ სკოლაში გავხსნათ იდეათეკა და უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.
ინფორმაციისთვის, იდეათეკების პროექტი საქართველოს ბანკის ინიციატივით ხორციელდება. ამ პროცესში კი ქართული წიგნის ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს, რომელიც ბანკისგან მიღებული დაფინანსებით იდეათეკის სივრცეს ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს და ლოგისტიკურ პროცესებში არის ჩართული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.