მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვორქშოფები ჩატარდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებასა და ხელშეწყობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის ინიციატივით, 4B ფილიალში ორი ვორქშოფი გაიმართა. შეხვედრის განსახილველი თემები იყო:  ბიზნესის ფინანსური გაფართოების შესაძლებლობა და ბიუჯეტის დავალიანების ეფექტური მართვა.

შეხვედრებზე სპიკერებმა ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა სტრატეგიულიგადაწყვეტილება შეფასდეს ფინანსურად, განიხილეს ბიუჯეტის საკითხები და საგადასახადო შეთანხმების დეტალები. ვორქშოფზე მოსულ სუტმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებსა და მათი გამოცდილების შესახებ.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის,  მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და სწორედ იმ  პროდუქტებს თუ სერვისებს ვთავაზობთ,  რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ. აღნიშნული ვორქშოფებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.  მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ახალ შესაძლებლობებს უჩენს ჩვენს პარტნიორებს და ეხმარება, ბიზნესის სწორი მიმართულებით  განვითარონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა