მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მონაწილე გადამზადდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მეწარმე ქალი გადამზადდა.

აღნიშნული პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და  გენდერული თანასწორობის წახალისებას ისახავს მიზნად. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და  ახლად შექმნილი საწარმოს  სრული ციკლის ხელშეწყობას  ითვალისწინებს. ის  ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.

„პროგრამის პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. წელიწადში მიღება საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრას 25 მეწარმე შეძლებს. პროგრამას არ აქვს სექტორული შეზღუდვა და მოიცავს მეწარმეებს მრავალფეროვანი ინტერესებითა და გამოცდილებით.  პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იღებენ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების იმ კომბინაციას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის. ღრმად გვწამს, რომ მეწარმე ქალთა გაძლიერებით ძალიან ბევრი ახალი, ინოვაციური პროექტი შეიქმნება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ანა ჩხეიძე.

პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი საშუალოდ 2 თვის მანძილზე გრძელდება, რის შემდეგაც მონაწილეები გადადიან საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე. პროგრამა მეწარმეებს ასევე სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს უკავშირდებიან. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, 3 ბიზნესკურსიც შეიმუშავა, რომლის გავლაც მონაწილეებს ონლაინ შეუძლიათ. ეს კურსებია: საბაზისო ციფრული რესურსები; ეფექტიანი კომუნიკაცია და მეწარმეობის საწყისები.

„პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ კომპანიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია იმ ახალი ბიზნესუნარებისგამომუშავების, ცოდნისა თუ  გამოცდილებისთვის, რაც პროექტში მონაწილეობისას მიიღეს.

პროგრამის ფარგლებში მეწარმე ქალებმა გადამზადებასთას ერთად, ქოუჩინგით, საკუთარი ბრენდის პროდუქციის ფოტოსესიითა და მეწარმე ქალთა კატალოგში კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით ისარგებლეს, რამაც მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა, აკეთონ საყვარელი საქმე ხარისხიანად“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა