მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „Საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“ გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერებას  და ინიციატივების განხორციელებას კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, „Საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“, 20-21 აგვისტოს, ბათუმში გაიმართება.

საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის თავშეყრის სივრცეა, რომელიც მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში ნეთვორქინგის, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ექსპერტების მოხსენებები, დაესწრონ პანელური დისკუსიებს და არაერთ არაფორმალურ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა.

წლევანდელი ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ვენჩურული ფონდების წარმომადგენელი ინვესტორები ეწვევიან. სპიკერები სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად, ფინტექ-კომპანიებში, საზღვაო ტექნოლოგიებში და განვითარებად ქვეყნებში ინვესტირებაზე ისაუბრებენ და ამასთანავე, შეჯიბრებაში მონაწილე სტარტაპებს შეაფასებენ.

ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები ოქტომბერში,  ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც გლობალური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდებიან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.

„საქართველოს ბანკი უკვე წლებია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში უწყობს ხელს. წლების განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არაერთი საინტერესო ღონისძიება განვახორციელეთ და კვლავ ვაგრძელებთ. მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სტარტაპ სამიტი” - ს მხარდამჭერები ვართ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში ძლიერი სტარტაპ გარემოს შექმნას. წლევანდელ ღონისძიებას არაერთი საინტერესო, საერთაშორისო ვენჩურული ფონდის წარმომადგენელი დაესწრება და მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ამასთანავე, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნულ შეჯიბრებას ვმასპინძლობთ. კონკურსი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის ჩართულობით იმართება და გამარჯვებულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, „სტარტაპების მსოფლიო თასზე”  გამარჯვებისთვის და 1 მლნ. დოლარის ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლონ.  გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს, ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“. - აცხადებენ საქართველოს ბანკში

ღონისძიებაზე დასასწრებად და ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა