საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის შექმნილი Code IT-ის პროექტი გრძელდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალგაზრდებისთვის პროექტს „Code IT” ახორციელებს.
წელს Code It-ის პროგრამაში მონაწილეობა 150-მა ახალგაზრდამ მიიღო. ტრენინგები კი საქართველოს მასშტაბით არსებულ ტექნოპარკებში იმართებოდა, მათ შორის: ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, პანკისსა და თბილისში.
ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები ესწრებოდნენ Web Design-ისა და Web Development-ის მიმართულებით გამართულ ტრენინგებს, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ, შეეძინათ საბაზისო ცოდნა და გამოცდილება კოდინგის სფეროში.
„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. Code IT-ის პროექტი ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, დაეუფლონ კოდინგის საფუძვლებს, შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ მომავალში, განვითარდნენ აღნიშნული მიმართულებით და ჩამოყალიბდნენ სფეროს პროფესიონალებად. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევქმნათ განათლების შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, სატრენინგო მოდული Web პროგრამირების სამ მიმართულებას აერთიანებს: HTML & Css; JavaScript & Responsive Page; React. ლექციები ონლაინ იმართება, მოსწავლეები კი შეხვედრებს ტექნოპარკებიდან ესწრებიან. ყოველი სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები იღებენ დავალებებს, რომელსაც ჯგუფურად, ე.წ. Peer-to-Peer სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ასრულებენ. პროგრამის მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოებით, თეორიულ ცოდნას იღრმავებენ. კურსის დასასრულს კი საბოლოო პროექტებს წარადგენენ, სადაც მათ მიერ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფასდება. შემაჯამებელი პროექტები ბაზარზე არსებულ კომპანიებს ეგზავნებათ, რაც ინტერესის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.