საქართველოს ბანკის მხარდაჭერით B2B აგროფორუმი გაიმართა
აგრო წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, საქართველს ბანკმა, USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმი გამართა.
B2B აგროფორუმის მიზანი ქართველი მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა გახლდათ და მის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის, პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
აგროფორუმში მონაწილეობა 50 - მდე მეწარმემ მიიღო, რომლებმაც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში წარადგინეს საკუთარი პროდუქცია. ფორუმს 200 - მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საკონსულტაციო კომპანიები Galt & Taggart, EuroMonitor, EDA,Globalize, AGRIMNT, Spag Group,Agritrade Solutions, SST Sensors & Smart Technologies და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში.
„საქართველოს ბანკისთვის აგროსექტორი ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ჩვენს პორტფელში მნიშვნელოვანი წილი უკავია. ქართული პროდუქციის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჩვენ არაერთი პროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები ვყოფილვართ და B2B აგროფორუმიც ამის დასტურია. ფორუმის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალ ბიზნეს პარტნიორებს შეხვედროდნენ და დაემყარებინათ სტრატეგიული პარტნიორობა, რათა უფრო მეტად განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვუჭერთ მხარს სოფლის მეურნეობის გაძლიერებას და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი აგროსექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.