საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერითა და ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმში ფინანსურ, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი სახელწოდებით „ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახდო ვალდებულებები“ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებთან შეხვედრების სერიის ნაწილია.
ტრენინგს მცირე და საშუალო ბიზნესის ასამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ოთხსაათიან შეხვედრაზე ბუღალტერთა კლუბის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ინფორმაცია გაუზიარეს შემდეგ ისეთ საკითხებზეროგორიცაა:
„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს იმისათვის, რომ მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით მივცეთ მათთვის საჭირო ინფორმაცია, გავუზიაროთ საუკეთესო გამოცდილება და დავაკავშიროთ ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან. ამჯერად ჩვენი და ბუღალტერთა კლუბის შეხვედრა ბათუმში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შედგა და მათ ფინანსურ საკითხებზე არაერთი საკითხი გავაცანით. მოხარული ვართ, რომ ღონისძიების მიმართ დამსწრეებმა მაღალი ინტერესი გამოიჩინეს, სწორედ ამიტომ ჩვენ მომავალშიც არაერთ საგანმანათლებლო შეხვედრას შევთავაზებთ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის პროექტებზე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვებგვერდიდან www.bankofgeorgia.ge, ან ადევნეთ თვალყური საქართველოს ბანკი ბიზნესის გვერდს Facebook-ზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
14.07.2026.15:04
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მრავალენოვან მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად ჰქონდეთ.
ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკმა ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისებით აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზეც ისარგებლონ. შესაბამისი ენები დაემატა მობილბანკსა და ინტერნეტბანკს, ასევე ბანკომატებსა და თვითმომსახურების აპარატებს.
გარდა ამისა, რეგიონებში გაფართოვდა ფილიალების ქსელიც. ბანკმა ახალი ფილიალები გახსნა სადახლოში, დმანისში, კაბალსა და ნინოწმინდაში. მომხმარებლებს აღნიშნულ ფილიალებში სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის ანგარიშის გახსნა, ბარათის მიღება, გზავნილების გაგზავნა და მიღება, ანაბრების გახსნა, გადარიცხვების განხორციელება და სხვა საბანკო ოპერაციები.
“რეგიონებში მომსახურების გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქამდე საბანკო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქში გადაადგილება უწევდათ. ახალი ფილიალებისა და მრავალენოვანი მომსახურების დანერგვით საბანკო სერვისები მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა”, - აღნიშნავს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს ბანკი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს. ახალ ფილიალებში დასაქმებულთა შორის არიან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე თანამშრომლები, რაც მომხმარებლებს მომსახურების მათთვის კომფორტულ ენაზე მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებთან ერთად, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფისთვის მორგებული პროდუქტების განვითარებასაც აგრძელებს. მათ შორის, მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათით, რომელიც ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებასა და დამატებითი სარგებლის მიღებას ემსახურება. ბარათის მფლობელები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით და პარტნიორი კომპანიების სპეციალური შეთავაზებებით.
„ჩვენთვის მრავალენოვანი მომსახურება მხოლოდ თარგმნილი ინტერფეისი არ არის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა საბანკო სერვისებით სარგებლობისას თავი კომფორტულად იგრძნოს და მიიღოს ისეთი გამოცდილება, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს, იქნება ეს ციფრული არხები, ფილიალში მომსახურება თუ სხვა საბანკო ოპერაციები. სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ მრავალენოვანი მომსახურების განვითარებას და უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს ამ მიმართულებით კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - ამბობს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვავითარებთ მრავალენოვან მომსახურებას და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებლებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა მათთვის კომფორტულ ენაზე შეუძლიათ. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავამარტივოთ საბანკო სერვისებზე წვდომა და მომხმარებლებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და უახლოეს თვეებში მომხმარებლებს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ, რაც მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მათ საჭიროებებზე მორგებულს გახდის“, - აღნიშნავს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.