საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Brunch by Gastronome - ის მეხუთე ობიექტი გაიხსნა
საქართველოს ბანკი ბიზნესების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „გასტრონომ ჯგუფმა“ Brunch by Gastronome - ის ახალი, მეხუთე ობიექტი, „გალერია თბილისში“ გახსნა.
Brunch by Gastronome „გასტრონომ ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ ჯანსაღ, Takeaway მენიუს სთავაზობს.
“გასტრონომ ჯგუფი” მეხუთე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანია საქართველოში პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების კულტურის დამკვიდრება და გასტრონომიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ის პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელს, რესტორნებს, კონცეპტუალურ შოურუმსა და Brunch by Gastronome-ს აერთიანებს.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Brunch by Gastronome - ის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გაიხსნა. “გასტრონომ ჯგუფის” თითოეული ობიექტი ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით გამოირჩევა. წლების მანძილზე, ჩვენ არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, მათ შორის: პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელი - Gastronome, კონცეპტუალური შოურუმი - Kitchen and Living, პრემიუმ ხარისხის რესტორანი - Argentinian Steakhouse, იტალიური რესტორანი Bistro by Gastronome და Brunch by Gastronome - ის რამდენიმე ფილიალი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას არ გულისხმობს და ის სხვადასხვა აქციების ორგანიზებას და მომხმარებლებისთვის შეთავაზებასაც მოიცავს. სამომავლოდ Brunch by Gastronome-ის რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ და ჩვენს მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - განაცხადა გასტრონომის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გეთიაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.