მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით, ღონისძიება „AI და სტარტაპები“ ჩატარდება

news image
mbc image

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, 9 ივნისს, 13:00 საათზე, შეხვედრა - „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიება საინტერესო იქნება მომავალი და მოქმედი სტარტაპერების, მონაცემთა მეცნიერებისა და ინჟინრების, სტუდენტებისა თუ სხვა პირებისთვის, ვისაც AI და ინოვაციები აინტერესებს.

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის AI სტარტაპი;
  • როგორ ქმნის ღირებულებას AI სტარტაპი;
  • რა პროგრამები და შესაძლებლობები არსებობს ახალი AI სტარტაპებისთვის;
  • რა აინტერესებთ ინვესტორებს AI სტარტაპისგან;
  • როგორია გლობალური AI სტარტაპების ტრენდები.

ღონისძიების სპიკერები არიან ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ტექნოლოგიური მიმართულებებით მუშაობენ. ამასთან, თავად ქმნიან სტარტაპებს ან ეხმარებიან სხვებს განვითარებაში.

ღონისძიებაზე დრო დაეთმობა იდეების გაცვლის სესიასაც, რომლის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ პოტენციური პარტნიორები ან მიიღონ კვალიფიციური რეკომენდაცია დარგის სპეციალისტისგან.

„მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემაში AI სტარტაპებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.  ამიტომ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“. ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაციის მიზანია, ხელი შევუწყოთ ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და სტიმული მივცეთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს, იპოვონ თანამოაზრეები და საკუთარი იდეები რეალობად აქციონ. ჩვენ მომავალშიც არაერთ ღონისძიებას შევთავაზებთ როგორც ტექნოლოგიებით, ისე სტარტაპერობით დაინტერესებულ ადამიანებს“, - ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეხვედრა გაიმართება თბილისში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, რუსთაველის 7 ნომერში. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვისესტუმრეთ ამ ბმულს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა