მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკთან პარნტნიორობით მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi მორიგ შეხვედრას - „ხელოვნური ინტელექტი და სარეკომენდაციო სისტემები საბანკო პროდუქტებისთვის“ 2 აგვისტოს გამართავს. ღონისძიებაზე სპიკერები ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების შესახებ ისაუბრებენ, რომლებიც აქტიურად ინერგება და გამოიყენება ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი არჩილ კობალაძე, რომელიც საქართველოს ბანკის პროდუქტის მაგალითზე განიხილავს შემდეგ საკითხებს:

 

  • სარეკომენდაციო სისტემის დანერგვა საბანკო ინდუსტრიაში - რომელი ბიზნეს პრობლემის გგადაჭრაში გვეხმარება ის?
  • რა შეზღუდვები აქვს პოპულარულ სარეკომენდაციო ალგორითმებს (როგორებიცაა collaborative filtering და სხვ.) საბანკო პროდუქტებში;
  • offline ტესტირების დროს supervised learning-ისთვის დამახასიათებელი მეტრიკების (როგორებიცაა NDCG, ROEM, PRECISION, RECALL, სხვ.) ნაკლოვანებები ფინანსური სარეკომენდაციო სისტემის შეფასებისას;
  •  ციფრული არხებით მიღებული უკუკავშირის ეფექტური დამუშავების და მისი მეშვეობით მოდელის გაუმჯობესების სტრატეგიები.

„მოხარული ვარ რომ სპიკერის როლში მონაწილეობას ვიღებ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟული მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის მორიგ შეხვედრაში. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რომელიც ბიზნეს პროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში, გვსურს დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საბანკო პროდუქტებში სარეკომენდაციო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით - რა პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება ის, რა ნაკლოვანებები და შეზღუდვები აქვთ პოპულარულ ალგორითმებს, როგორ შეიძლება აღნიშნული სისტემის დახმარებით გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ეფექტურობა და სხვა. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე სისტემების საბანკო პროცესებში იმპლემენტაციას,“ - განაცხადა არჩილ კობალაძემ, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე სპიკერის რანგში Lineate Georgia-ს უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გიორგი ჩუბინიძეც იქნება, რომელიც ამერიკული ბანკის მაგალითზე (Kore.ai BankAssist) სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ისაუბრებს.

მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi, 2 აგვისტოს, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ფიზიკურად – Lineate Georgia-ს ოფისში, ასევე ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება.

ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა