საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის ბრენდის ახალ სასტუმროს- ibis Styles Old Tbilisi Hotel აშენებს. სასტუმრო ძველ თბილისში, კოტე აფხაზის N39 -ში განთავსდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსი კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი 3,347 კვ.მ-ზე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს და ის 67 ნომერს, ორ საკონფერენციო ოთახს, ბარსა და ღია ტერასას გააერთიანებს.
„საქართველოს ბანკი წლებია ბიზნესის გაძლიერებასა და განვითარებას უჭერს მხარს. კომპანია „კალა უბანთან“ საქართველოს ბანკს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ერთად არაერთი მასშტაბური პროექტი განგვიხორციელებია, მათ შორის „ალფა სახლის“ რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი, თბილისის ისტორიულ ადგილას ibis Styles-ის ბრენდის სასტუმრო აშენდება. საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე ყოფნა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, არ გაჩერდნენ და კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელონ“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.