მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Gastronome-ის მეშვიდე ფილიალი წყნეთში გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, „გასტრონომ ჯგუფმა“ Gastronome-ის ახალი, მეშვიდე ობიექტი, წყნეთში გახსნა, სადაც Brunch by Gastronome-იც დაგხვდებათ.

დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი „გასტრონომი“ 2019 წელს დაარსდა. დღეს ის თბილისის სხვადასხვა უბანში 7 მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც 2500-ზე მეტი დასახელების პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტი, დელიკატესები თუ სასმელი იყიდება.
Brunch by Gastronome კი „გასტონომ ჯგუფის“ პროექტია, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ მენიუს - სენდვიჩებს, სალათებს, სმუზებს და სხვა ბევრ პროდუქტს სთავაზობს.

 „გასტონომის დელიკატესების მაღაზიებსა თუ რესტორნებში მომხმარებელს კომფორტული გარემო და უმაღლესი სტანდარტის მომსახურება ხვდება. წელს კი კიდევ ერთი, რიგით მეშვიდე ფილიალი გავხსენით.  გასტრონომიულ ღირსშესანიშნაობად ქცეულ მაღაზიებში გურმანებს უნიკალური კულინარიული გამოცდილება ელით. „გასტრონომ ჯგუფისა“ და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა 4 წელია, წარმატებულად მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენი ჯგუფის არაერთი პროექტი განხორციელდა. ჩვენ თამამად ვიწყებთ ნებისმიერ ახალ პროექტს და ვუმკლავდებით ახალ გამოწვევებს საქართველოს ბანკთან პარტნიორობით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას არ მოიცავს და ის SOLO-ს თუ WM მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ერთობლივი აქციების ორგანიზებასაც გულისხმობს. სამომავლოდ,  ჩვენს მომხმარებლებს არაერთ საინტერესო პროექტის განხორციელებას ვპირდებით“, - განაცხადა გასტრონომის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გეთიაშვილმა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით გასტრონომ ჯგუფი, კიდევ ერთ ობიექტს ხსნის, ამჯერად წყნეთში. ჩვენი რამდენიმე წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად. მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თბილისში, ასევე ქალაქგარეთ. ვფიქრობ აღნიშნული სიახლე „გასტრონომის“ ერთგულ მომხმარებლებს ძალიან გაახარებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა