მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, GITA - მ მეწარმე ქალებისთვის და მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული გამართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკისთვის ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი ასევე აქტიურ რეჟმში უჭერს თანამედროვე პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას მხარს. ამჯერად, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, UNDP - ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, GITA-მ მეწარმე ქალებისა და 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული გამართა.

ხელოვნური ინტელექტის კვირეულის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ლექციებს და მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების გზების შესახებ, გაეგოთ თუ როგორ შეიძლება AI ხელსაწყოების ბიზნეს საქმიანობასა და სწავლაში გამოყენება და ემუშავათ რეალური ბიზნეს ამოცანების AI-ის საშუალებით გადაწყვეტაზე.

 “საქართველოს ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. კვირეულის მონაწილეებმა  ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების, AI ხელსაწყოების გამოყენების მარკეტინგის, პროექტების მართვის, ფინანსური და ოპერაციების ანალიტიკისა და დაგეგმვის მიმართულებით მიიღეს ცოდნა.  ღონისძიების მიზანი მეწარმე ქალების და მოსწავლეების გაძლიერება იყო, მათი ტექნოლოგიების სფეროში ჩართვა, რაც შედეგად მათ ბიზნეს საქმიანობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა