მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გზა 2015“ კასპის მუნიციპალიტეტში ახალ ქარხანას აშენებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის ინვესტიციით, „გზა 2015“ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში სამშენებლო მასალების მწარმოებელ ახალ ქარხანას აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ევროა. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2.5 მილიონ ევროს შეადგენს და ის ქარხნის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.

„კომპანია ბაზარზე 2015 წლიდან აქტიურად ოპერირებს. დაარსებიდან მალევე, ის ერთ-ერთი ლიდერი გახდა საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოებაში. ახალი ქარხნის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენს წარმოებას დავამატოთ 30 სახეობის პროდუქცია. სამომავლოდ უცხოური ბაზრის ათვისებას და საქართველოში წარმოებული სამშენებლო მასალების ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ.საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბანკის ინვესტიციით შევძლებთ ქარხნის სრულყოფილი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებასა და მის სრულად აღჭურვას“, - განაცხადა “გზა 2015” - ის დირექტორმა, ლევან ღლონტმა.

„გზა 2015“ ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც სამი ქარხნითაა წარმოდგენილი ქართულ სამშენებლო ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის სწრაფვას განვითარებისა და გაძლიერებისაკენ, რასაც ახალი ქარხნის  მშენებლობაც მოწმობს. ის კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მრავალფეროვანი სამშენებლო მასალები აწარმოოს და აითვისოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზარი.  მსგავსი ინიციატივები რეგიონებში დიდ მოტივაციას აძლევს სხვა ბიზნესებსაც. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების უფროსმა გიორგი წეროძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა