მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ინნ დეველოპმენტი“ გლდანში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი სამშენებლო და  დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, დეველოპერული კომპანია „ინნ დეველოპმენტი” ახალ სამშენებლო პროექტს,  „გლდანი ინნ“ - ს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონ დოლარს შეადგენს.

დეველოპერული პროექტი გლდანის ურბანულ ცენტრში, „სითი მოლი გლდანის“ გვერდით, ი.ვეკუას ქუჩაზე ხორციელდება. საცხოვრებელი კომპლექსი  26,125 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ის ოთხ საცხოვრებელ 9, 23, 28 და 32 სართულიან შენობას, კომერციულ, საოფისე, რეკრეაციულ სივრცეებს, ველო და სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედანს, ბავშვთა გასართობ და მოსასვენებელ  სივრცეებს გააერთიანებს.  

პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის მაცხოვრებლებს 2028 წელს, მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. საქართველოს ბანკსა და „ინნ ჯგუფს“ მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ერთობლივად არაერთ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ დღემდე. ამჯერად, ჩვენი ჩართულობით, გლდანში ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ჩვენი თანამშრომლობა, არამხოლოდ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას, არამედ, მომავალი მობინადრეებისთვის სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

„ჩვენთვის  „გლდანი ინნ“-ი    თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე მორგებული და გარემოზე ნაფიქრი პროექტია.  ხაზი მინდა გავუსვა პროექტის სამშენებლო მიმართებას, „გლდანი ინნ“- ი ორიენტირებულია ხარისხზე, უსაფრთხოებასა და თანამედროვე სტანდარტების დაცვაზე. საცხოვრებელი კომპლექსი ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით იქმნება და მაქსიმალურ მდგრადობას ითვალისწინებს. პროექტზე ქალაქის ცნობილმა არქიტექტორების გუნდმა  და კომპანია „ჰაუსარტმა“ იმუშავა. პროექტში მაღალი კლასის, სერთიფიცირებული, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები გამოიყენება.    კომპლექსი ფუნქციურობიდან და ლოკაციიდან გამომდინარე შესაძლოა ჩამოყალიბდეს რაიონის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა სერვისი მაცხოვრებლებისთთვის თუ საქმიანი ადამიანებისთვის ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი“, - განაცხადა, „გლდანი ინნ“ - ის თანადამფუძნებელმა, ლერი ვარდოშვილმა.

„მაღალი კლასის საცხოვრებელ კომპლექსს  ფუნქციურობა და მდებარეობა გამოარჩევს, რომელიც აქტიური ცხოვრების და კომერციის შერწყმის ადგილია.  მისი გარემოსთან ადაპტაცია, დახვეწილი დიზაინი და სწორი დატვირთვა მაცხოვრებლებს ცხოვრების განსხვავებულ  გამოცდილებას სთავაზობს. 20,000 კვადრატულ მეტრზე განაწილებული შიდა ეზო კი გამორჩეულ გარემოსა და კომფორტს ჰპირდება. თითოეულ მობინადრეს აქვს პრივილეგია, ეზოდან გაუსვლელად ისარგებლოს „სითი მოლი გლდანის“ ყველა ბენეფიტით. კომპლექსიდან 150 მეტრში მდებარეობს მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“. სადარბაზო მოიცავს ლობის ტიპის მისაღებს, თითოეულ ბლოკში გათვალისწინებულია მიწისქვეშა საპარკინგე ზონა. ყველა ეს დეტალი, ერთად, ქმნის კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე ცხოვრების ყველა პირობას რაიონის ცენტრში“. - განაცხადა „გლდანი ინნ“ - ის თანადამფუძნებელმა, ბუბა ჩანქსელიანმა 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა