საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲑᲐᲜᲙᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲛᲭᲔᲠᲘ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲘ, ᲥᲐᲚᲘ ᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐᲡ ᲐᲥᲢᲘᲣᲠ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ ᲒᲐᲜᲐᲒᲠᲫᲝᲑᲡ.
ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲐᲛ ᲛᲘᲖᲜᲘᲗ, 12 ᲓᲐ 13 ᲘᲕᲚᲘᲡᲡ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲘᲗ ᲓᲐ EFSE Entrepreneurship Academy-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრას სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი, თამარ ჩიჩუა უძღვებოდა.
ვორკშოპს მეწარმე ქალები დაესწრნენ ისეთი ბიზნესებიდან, როგორიცაა: ტექნოლოგიური აგრობიზნესი, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია და სხვა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ციფრულ სამყაროში თანამედროვე ქოუჩინგის უნარებს, მოტივაციის გაზრდის მეთოდებს, პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის და დასახული მიზნების რეალიზაციისთვის საჭირო სხვადასხვა ინსტრუმენტებს. მიღებული ცოდნა მეწარმეებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სამუშაო პროცესი და შექმნან თანამშრომლებზე მორგებული გარემო.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია მხარს უჭერს ქალი მეწარმეების გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფარგლებში მოეწყო ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი, რომელიც ვფიქრობთ, მონაწილეებს დაეხმარა, გაცნობოდნენ ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტრენდებსა და სიახლეებს, მიეღოთ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინსტურმენტების შესახებ. ძალიან გვახარებს ვორკშოპისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი, ეს გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლღა ნაკაშიძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.