მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი იმართება - დარეგისტრირდი

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კინგსის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

 

კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი უკვე დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მე-2-დან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადა წელს 15 ქალაქში იმართება, მათ შორის: თბილისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, თელავში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, გურჯაანში, სენაკში, ჭიათურასა და ფოთში.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობას 120 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს და ისინი ერთმანეთს მათემატიკის, ქართული ენისა და ინგლისურის ცოდნაში ეჯიბრებიან.  

გაზაფხულის სეზონის ფარგლებში უკვე გაიმართა ინგლისური ენის ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა 11000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათემატიკისა და ქართული ენის ტურში მონაწილეობის მსურველებმა კი უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

 

ოლიმპიადის განრიგის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე.

 

„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობები, რათა ხელი შევუწყოთ მათ, გამოავლინონ და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ კინგსის ოლიმპიადის პარტნიორები ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ სეზონზე 120 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ვქმნით ახალ  შესაძლებლობებს. გვახარებს ოლიმპიადისადმი მოსწავლეების და მათი მშობლების მიერ გამოვლენილი მუდმივად მზარდი ინტერესი, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და პროექტი კიდევ უფრო მეტად მასშტაბური გავხადოთ. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა