მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კურორტ ბახმარში ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2024“ გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, პარტნიორი ბიზნესების და მათ მიერ ინიცირებული საინტერესო პროექტების  მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2024“ გაიმართა.

ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება.

დოღში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60- მდე მხედარმა მიიღო მონაწილეობა.  

ტრადიციული დოღის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგა, რომელთა მანძილი 1.200, 2.400, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენდა.

I გარბენი - „ნაბეღლავის თასი“, რომლის გარბენის მანძილი 1,200 მეტრია. მისი გამარჯვებული საბა ეხვაია გახდა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ და საბა ხურციამ დაიკავეს. 

II გარბენი - „გურიის თასი“ - ს გამარჯვებული დათო ფერაძე გახდა. მეორე ადგილი კოტე კვაჭანტირაძემ, ხოლო მესამე  ადგილი მურად გიორგაძემ დაიკავა. გარბენის მანძილი 2 400 მეტრი გახლდათ;

 III გარბენი - „გმირების თასი“, რომლის გარბენის მანძილი 2,400 მეტრია. შეჯიბრებაში საბა ხურციამ გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ  და მამუკა ცაგურიშვილმა  გადაინაწილეს;

ღონისძიების მთავარი, IV გარბენის - “ბახმაროს თასი“ მარულას მანძილი კი 4,800 მეტრს შეადგენდა. გამარჯვებული და  მთავარი პრიზის მფლობელი მფლობელი თორნიკე თოდრია გახდა. მეორე ადგილი გიორგი ცინცაძემ, ხოლო მესამე ადგილი გიორგი ფოფხაძემ დაიკავა.

ღონისძიების საპრიზო ფონდი 20.000 ლარს შეადგენდა. 

როგორც ღონისძიების მთავარმა მხარდამჭერმა, „ბახმაროს თასი 2024“ – ის გამარჯვებულს საქართველოს ბანკმა მთავარი პრიზი გადასცა.

„საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ტრადიციულად, წელსაც „ბახმაროს თასის“ მთავარი პარტნიორები ვიყავით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ერთის მხრივ ხელს უწყობს ტრადიციული სპორტული ღონისძიებების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი რეგიონის განვითარებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღნიშნული ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება და წელს 30 000 - მდე მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, ამ დაუვიწყარ სანახაობას დასწრებოდა. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა