მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეგა ჰოლდინგი“ ახალ საწარმოს აშენებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ პარტნიორობით, სამშენებლო მასალების  საწარმო გაიხსნება. პროექტის ჯამური ოდენობა 8 მილიონი ევროა. ბანკის წილი კი 4,7 მილიონ ევროს შეადგენს.

 

საწარმო 50,000 კვ.მ. მიწის ფართობზე განთავსდება და სამშენებლო კომპანიებისთვის ღრუტანიანიფილებისა  და კედლების წარმოებას დაიწყებს.

 

„ჩვენი კომპანია - MEGA HOLDING,  ბაზარზე ჯერ კიდევ 2021 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე რამდენიმე ბრენდით და ბიზნესმიმართულებითაა წარმოდგენილი. ესაა: MEGA PRODUCTION -სამშენებლო მასალების მწარმოებელი ბრენდია, MEGA DEVELOPMENT -უძრავი ქონების დეველოპერული მიმართულება და  MEGA CONSTRUCTION-ი, რომელიც  ჰოლდინგის სამშენებლო პროექტებს ახორციელებს. ახლა კი უკვე საწარმოსაც ვიმატებთ, რომელიც 2024 წელს,  კერძო სახელის ასაშენებლად  100000 კვ.მ. საფასადე(სამშრიანი დათბუნებით) და საკედლე პანელების წარმოებას დაიწყებს. ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვართ, დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები და ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად გავაგრძელოთ მუდმივი განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ახალი პროექტების განხორციელება. ჩვენი წარმოებული ღრუტანიანი ფილებით უკვე ავაშენეთ 4 საცხოვრებელი ბლოკი დიდუბეში,  გლდანში ახლახანს დავასრულეთ 2 საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა“,- განაცხადა ვაჟა მანაშეროვმა, კომპანიის დირექტორმა.

 

„კომპანიამ საქმიანობა 2001 წელს  კასპსა და ზაჰესში,  ცემენტის, ბეტონის ბლოკების, ქვიშისა და ხრეშის წარმოებით დაიწყო. 2017 წელს კომპანიამ  კი თბილისში ანაკრები ბეტონის ქარხანა გახსნა. კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, როგორიცაა ქვიშა, ღორღი და ბეტონი, ასევე ანაკრები რკინაბეტონის ელემენტები. კომპანია დეველოპერულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე პროექტებით მეგა დიდუბე და მეგა გლდანი (ე.წ. Mega Construction). ორივე პროექტი მოიცავს 58 000 კვ.მ ფართობის მშენებლობას. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2018 წლიდან ვახორციელებთ და ვცდილობთ, კლიენტთან ერთად  არ გვაჩერდეთ, განვვითარდეთ და ერთად ვიზრუნოთ სამშენებლო მასალების ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის, კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა