მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „მილენიო ჯგუფი“ ახალ, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის განვითარებას და მწვანე მიმართულებით პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად,ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, “მილენიო ჯგუფი“  კრწანისის ქუჩა #6-ში ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 5.7 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

აღნიშნული პროექტი ორი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და საოფისე სივრცეების, მიწისქვეშა ავტოსადგომისა და შიდა გამწვანებული ეზოს მოწყობას ითვალისწინებს. ის სრულიად ადაპტირებულია შშმპ - ებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო პროექტი ხორციელდება უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით, რაც  GCPF - ის მიერ ჩატარებული აუდიტის მიხედვით, ენერგიის მოხმარებას 55%-ით ამცირებს.  გარდა ამისა, საცხოვრებელი კომპლექსი სეისმური, სტატიკური თუ სხვა დატვირთვების სრული გათვალისწინებით შენდება, ეს კი შენობების მაქსიმალურ კონსტრუქციულ მდგრადობას უზრუნველყოფს.

 

პროექტის მშენებლობა 2024 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ.  მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით „მილენიო ჯგუფი“ ახალ, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. მსგავსი პროექტები კარგი მაგალითია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მწვანე მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა

 

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტს ქვეყანაში  მწვანე მიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. მსგავსი მწვანე პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ყველასთვის ცნობილია, მწვანე, ენერგოეფექტური და მდგრადი შენობები დაპროექტებული და აშენებულია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის, რესურსების ეფექტურად მოხმარებისა და მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით. ამასთანავე, ის პირდაპირ არის დაკავშირებული და მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ დანახარჯებს. გარდა ამისა, ენერგოეფექტური შენობების გასაყიდი ღირებულება და მოთხოვნა საკმაოდ მაღალი, ხოლო გაუფასურების მაჩვენებელი დაბალია, რაც გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის“. - განაცხადა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა