მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მონოლით ჯგუფი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, მონოლით ჯგუფი ორთაჭალაში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს „Monolith Green City“ აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 160 მლნ ლარია.

მრავალფუნქციური კომპლექსი  10 ჰა - ზე შენდება, ის ხუთ, რვა და თორმეტ სართულიან, ჯამში 21 საცხოვრებელ ბლოკს და 1 775 ბინას აერთიანებს.  კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი რეკრეაციული ზონა, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები, საჩოგბურთო კორტი და აუზი. ასევე,  კომერციული ობიექტები,  საბავშვო ბაღი, სკოლა და დენდროლოგიური ბაღი. კომპლექსი აღჭურვილია როგორც ღია, ასევე მიწისქვეშა პარკინგით. მისი მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დეკემბერში დასრულდება. 

„მონოლით ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ საცხოვრებელი სახლის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ საჭიროებებს მოვერგოთ.  სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი საუკეთესო ადგილს არჩევს პროექტებისთვის, იყენებს, მდგრად, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ხარისხიან მასალებს და თანამშრომლობს პროფესიონალებთან. ჩვენი მიმდინარე პროექტი - მონოლით გრინ სითი, თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში შენდება და ის 1.5 კმ-მდე მანძილითაა დაშორებული ისეთ ტურისტულ ადგილებს, როგორიცაა აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი.
საქართველოს ბანკი ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია 2016 წლიდან. წელს ერთობლივად კიდევ ერთი ახალი პროექტი -  „მონოლით ეთნო სითი“ წამოვიწყეთ და სამომავლოდ არაერთი მსგავსი მასშტაბური სამშენებლო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ.“  - განაცხადა თორნიკე მაისურაძემ, მონოლით ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა კომპანიის მუდმივი სწრაფვა გაძლიერებისა და განვითარებისკენ. მონოლით ჯგუფის საცხოვრებელი კომპლექსები სრულად არის მორგებული მომხმარებელთა სურვილებს და მოთხოვნებს.  მისი პროექტები გამოარჩეულია ადგილმდებარეობით, ინსფრასტრუქტურით, გარემოთი, ხარისხითა და პირობებით.  საქართველოს ბანკსა და მონოლით ჯგუფს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ჩვენ არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, მათ შორის : მონოლით რეზიდენსი, მონოლით სითი, სასტუმრო ბიოგრაფი  და მონოლით ვარკეთილი.  აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას“ - განაცხადა  ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა