მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ორგანიზებულ B2B შეხვედრაზე Galt & Taggart-მა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად  B2B აგროფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართველი მეწარმეებისთვის ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა გახლდათ. ფორუმის ფარგლებში, Galt & Taggart-ის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა. კვლევა მოიცავს წარმოების, იმპორტისა და ექსპორტის შესახებ ტენდენციებს, ასევე მიმოიხილავს, როგორია აგრო ბიზნესი საქართველოში, რა გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგას დღეს სოფლის მეურნეობის სექტორი.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

საქართველოს სოფლის მეურნეობაში საშუალო მოსავლიანობა შესადარის ქვეყნებზე დაბალია. დარგი ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით, რაც აისახება დაბალ მოსავლიანობაზე. ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ცხადყოფს ბიზნესის ეფექტურობას.

მოსავლიანობის გაზრდისათვის ინვესტიციებთან ერთად საჭიროა საწარმოთა გამსხვილება მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორად შერჩევა, კრიზისების მენეჯმენტი, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივება და  სხვ. სხვადასხვა სახელმწიფო და დონორების პროგრამების გათვალისწინებით სექტორის მიმზიდველობა მაღალია.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის მთელ რიგ საკითხებთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამ კუთხით საჭიროა მოსავლის აღების შემდგომ პროდუქციის სწორად შენახვა, დასაწყობება და ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას.

საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წმინდა იმპორტიორია, გარდა ხილისა. საქართველო არის ხილის ექსპორტიორი, ხოლო დანარჩენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ბოსტნეული, მარცვლეული, ხორცი) წმინდა იმპორტიორი. ამასთან, კვერცხის და რძის ადგილობრივი წარმოება სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას. ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ხილისა და ხორცის წარმოება, ხოლო ერთწლოვანი კულტურების, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმოება შედარებით მერყევია.

ხილის წარმოება 2016-22 წლებში წლიურად საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა და 642.6 მლნ კგ შეადგინა. ხილის წარმოებაში წამყვანია ყურძენი, ატამი და ვაშლი. აქედან ყურძენი ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ატამი და ვაშლი წამყვანი საექსპორტო პროდუქტებია. მზარდია ასევე ხილის იმპორტიც, რომელიც 2016-2022 წლებში გაორმაგდა და 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის ზრდა ძირითადად იმ პროდუქტებზე მოდის, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგალითად ბანანი, ავოკადო და ტროპიკული ხილი.

ხილის მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და უფრო მაღალშემოსავლიან ბაზრებზე გასვლა. გალტ & თაგარტის კვლევაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა კაკლოვნებზე, კენკრასა და ატამზე. ეს პროდუქტები შერჩეულია საქართველოში ამ კულტურის წარმოების მაღალი ზრდის პოტენციალით და ევროკავშირის იმპორტის ზომის მიხედვით. ამასთან, სოფლის მეუორნეობის განვითარების სააგენტო ამ კულტურების განვითარების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს.

ბოსტნეულის წარმოებამ საქართველოში 333.1 მლნ კგ შეადგინა 2022 წელს. წამყვანი პროდუქტია კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. ამ პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია. შედეგად, საქართველო ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორია. ბოსტნეულის ჯამურმა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 2022 წელს  74.5%-ს შეადგინა. ბოსტნეულის ქვე-სექტორისთვის მნიშვნელოვანია სათბურების განვითარება წარმოების სეზონურობის გათვალისწინებით და შესანახი მეურნეობების განვითარება პროდუქტის ვარგისიანობის გასახანგრძლივლებლად.

საქართველო მარცვლოვნების იმპორტიორია. 2022 წელს მარცვლოვნების მოხმარებამ 1,000 მლნ კგ შეადგინა, საიდანაც 370.5 მლნ კგ ადგილობრივი წარმოება, ხოლო დანარჩენი იმპორტი იყო, ჯამურად 96.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ხორბალი ძირითადად ფქვილის მისაღებად გამოიყენება და მისი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 2022 წელს 22%-ს შეადგენდა. შედარებით მაღალია თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი სიმინდის შემთხვევაში და ის 62%-ს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის ბიზნესის ბრუნვამ 2022 წელს 915.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამურად ბიზნეს სექტორის ბრუნვის მხოლოდ 0.7%-ია.  სექტორში არსებული 2,700 კომპანიიდან მხოლოდ 7 არის მსხვილი და 32 საშუალო ზომის, რაც სექტორის გამსხვილების პოტენციალზე მიუთითებს. ბიზნესის ზრდის პოტენციალი მაღალია ყველა ქვე-სექტორში როგორც შინამეურნეობების ჩანაცვლების, ასევე კომპანიების გამსხვილების და ახალი საწარმოების შექმნის ხარჯზე. სექტორის ბრუნვის 50.7% მოდის მეცხოველეობის დარგზე, 16.7% მრავალწლოვან კულტურებზე, 12.5% ერთწლოვან კულტურებზე, 7.3% აკვა კულტურაზე, ხოლო დანარჩენი 12.8% დამხმარე მომსახურებებზე.

კვლევის სრული ვერსიის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა