საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების და ამ მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალი - Touch.Point 14 ივნისს, არტარეას ტერიტორიაზე ჩატარდება.
ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოსა და კავაკასიის რეგიონში მარკეტინგის, კომუნიკაციების და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ახალი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რათა უფრო მეტად დაახლოვდნენ ტექნოლოგიებთან, გაზარდონ მაკეტინგული ხელსაწყოების სწორი და ეფექტური გამოყენება. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და ის აერთიანებს როგორც პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, Q&A სესიებს, ქინოუთ პრეზენტაციებს და სხვა. სპიკერებს შორის არიან მარკეტინგის და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და ბევრი სხვა.
„მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point იწყება და ღონისძიების პარტნიორები ვართ. საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე გვსურს კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს ამ სფეროში არსებული სიახლეები გავუზიაროთ და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე განვითარების შესაძლებლობები მივცეთ. წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ინტერაქციულია. პრეზენტაციებს ჩაატარებენ და ვორქშოპებს გაუძღვებიან ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა Google, Meta, Spotify და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებულ თანამედროვე გამოწვებსა და მიდგომებზე, ხელოვნური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების როლზე კრეატიულ ინდუსტრიაში. ასევე, დაესწრონ ინდივიდუალურ და ჯგუფური სესიებს, რისი მეშვეობით, შეიმუშავებენ ახალ ბაზარზე ეფექტურად შესვლის სტრატეგიებს და მეტს გაიგებენ შემოქმედებითი პროცესის დახვეწისა და დროის ოპტიმალურად გამოყენების გზებზე. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“. - აცხადებენ საქართელოს ბანკში
ღონისძიების Ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.