მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2 და 3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა მიღების, შერჩევისა და რეგისტრაციის ოთხ თვიანი პროცესი დასრულდა.  კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 130-მა ქართველმა და უცხოელმა საერთაშორისო დონის მკვლევარმა გამოთქვა. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტმა, რომელიც ქართველი და უცხოელიეკონომისტებისგან არის დაკომპლექტებული, მიღებული განაცხადებიდან 63 საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი შეარჩია, რომლებიც მათ მიგნებებს უკვე ფართო აუდიტორიას, 2-3 ივლისს, თბილისში, კონფერენციაზე წარუდგენენ.  ამ მეცნიერთა ნაშრომები და მიგნებები მოიცავს ისეთ აქტუალურ ეკონომიკურ თემებს როგორიც არის მაკროეკონომიკური რეგულაციები, მონეტარული პოლიტიკა, კარბონის გადასახადები და მათი გავლენები, გენდერული გამოწვევები, დასაქმება, საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევები და სხვა.

 

კონფერენციის პროგრამის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

 

კონფერენციის საპატიო მომხსენებლები არიან ჯოზეფ ალტონჯი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს (NBER) მკვლევარი  და ლუიჯი გუიზო, ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტის (EIFE) პროფესორი და ეკონომიკური კვლევის ცენტრის მკვლევარი (CEPR). 

 

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია policy პანელი, რომელზეც სპიკერები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.  პანელს მხარს უჭერს და თანაორგანიზატორია International School of Economics – Policy Institute (ISET-PI). დისკუსიის მთავარი ფოკუსი იქნება საქართველოს ეკონომიკური რეფორმები და მათი გავლენა არსებულ ბიზნეს გარემოზე.  პანელის  სპიკერებს შორის არიან: ჯორჯ ველტონი, ამერიკული სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი; მიგელ მარტინი, მსოფლიო ბანკის თანასწორი ზრდის, ფინანსების და ინსტიტუციების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში; დავით კეშელავა, ISET PI-ს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; შალვა მხატრიშვილი, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი და ევა ბოჭორიშვილი, გალტ & თაგარტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.  

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა