მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს.

პროექტი სოფელ ნატახტარში განხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2.9 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი მშენებლობასა და საწარმოს დანადგარებით აღჭურვას მოხმარდება.

აღნიშნული პროექტი, სოფელ ნატახტარში, 3,000 კვ.მ -ზე ხორციელდება და ის საწარმოს და შემნახველი საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს. საწარმო უმაღლესი ხარისხის, გერმანული დანადგარებით აღიჭურვება და წარმოება გერმანული ტექნოლოგიით წარიმართება. საწარმო საშუალოდ, დღიურად 10 ტონა, ხოლო თვიურად, 250 ტონა ლუდის წარმოებაზეა გათვლილი.

„შპს „ველი ნატახტარი ახლადაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ლუდის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით შეიქმნა. ახალ საწარმოში შესაძლებელი იქნება სრული ციკლის გამართვა, ნედლეულის მიღებიდან ლუდის ჩამოსხმა-შენახვამდე. საწარმოში, როგორც ტრადიციული, ასევე, პასტერიზებული, არაპასტერიზებული, გაუფლიტრავი და კრაფტ ლუდის წარმოება იგეგმება, რაც სრულად გერმანული ნედლეულით მოხდება, ისევე როგორც პროცესი, ისიც გერმანული ტექნოლოგიით, ვაინშტეფანის გამოცდილებაზე დაყრობით და მათთან კონსულტაციით წარიმართება. თავდაპირველად, ბაზარზე ორი ბრენდით ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ საწარმოს გაფართოებასა და ახალი ბრენდების დამატებას ვგეგმავთ“, - განაცხადა რომან პაიკიძემ, შპს „ველი ნატახტარის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა.

“საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი ლუდის საწარმო გაიხსნება, რომელიც უმაღლესი ხარისხის დანადგარებით იქნება აღჭურვილი, ხოლო წარმოება გერმანული ნედლეულითა და სტანდარტებით მოხდება, რაც ლუდის წარმოებას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. ასევე, მიგვაჩნია რომ ადგილობრივი წარმოება კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს კონკურენცია, და შესაბამისად, წაახალისოს კონკურენტული ფასის წარმოქმნა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას“, -განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა