მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ საზანოში 31 ნომრიანი სასტუმრო - “საზანოს ღვინო“ გაიხსნება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას და სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, „საზანოს ღვინო“ სოფელ საზანოში, სასტუმროს გახსნის.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან საქართველოს ბანკის ინვესტიცია 2.5 მილიონი ლარია.  მიმდინარე პროექტი 5 ჰექტარზე, 31 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს. გახსნის შემდგომ სასტუმრო 30 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

სასტუმრო „საზანოს ღვინო“ სხვადასხვა ტიპის ნომერს, რამდენიმე რესტორანს, მოსასვენებელ და ბავშვთა გასართობ სივრცეებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში მოხდა ძველი სახლების რეაბილიტაცია. მდინარესთან სიახლოვე და მწვანე გარემო, ის განსაკუთრებული ბენეფიტებია, რაც აქ მოსულ ვიზიტორებს დახვდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მუნიციპალიტეტში ეს პირველი სასტუმროა, რომელიც შეძლებს როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ისე უცხოელი ვიზიტორების მიღებას და იმერული სამზარეულოთი გამასპინძლებას.

„საქართველოს ბანკისთვის სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას  აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოხარულები ვართ „საზანოს ღვინოსთან“ თანამშრომლობით და ვამაყობთ, რომ  ვართ ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერები. ვფიქრობთ, რომ ეს განსაკუთრებულად კარგი სიახლეა რეგიონისთვის და გვჯერა, აღნიშნული ინიციატივა სხვა კომპანიებსაც მისცემს მოტივაციას, ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა პროექტები განახორციელონ. მიგვაჩნია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება ამ რეგიონის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა